ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს გარე მობილობას 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში
მობილობის მსურველ პირთა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 28 იანვრიდან 2026 წლის 11 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 2026 წლის 16 თებერვალს.
დეტალური ინფორმაცია მობილობის ვადების, რეგისტრაციის, წესების და პროცედურების შესახებ იხილეთ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ გვერდზე: emis.ge
სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები
• უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა დოკუმენტაციის მიღება - 2026 წლის 16 თებერვლიდან - 17 თებერვლის ჩათვლით (დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: oss@kiu.edu.ge);
• უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება, სტუდენტებთან გასაუბრება და აღიარებული კრედიტების გაცნობა – 2026 წლის 18 თებერვლიდან – 20 თებერვლის 13:00 საათამდე;
• მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 2026 წლის 20 თებერვალი.
მობილობა საბაკალავრო პროგრამებზე
სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:
• მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლების საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) – 4 ვაკანტური ადგილი;
• კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) – 12 ვაკანტური ადგილი;
• მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) – 12 ვაკანტური ადგილი.
• დიზაინის საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) (180 კრედიტი) – 2 ვაკანტური ადგილი.
• ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგიაში (ქართულ-ინგლისური) (180 კრედიტი) – 3 ვაკანტური ადგილი.
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმოსვლის მსურველ სტუდენტთათვის წინაპირობად განისაზღვროს გასაუბრება და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები და გადასალახი ბარიერები შემდეგნაირად:
• „მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“ (ინგლისურენოვანი) – ქართული ენა და ლიტერატურა 25%, ინგლისური ენა 70%, ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან: მათემატიკა 55% ან ფიზიკა 60%;
• კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) – ქართული ენა და ლიტერატურა 25%, ინგლისური ენა 70%, ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან: მათემატიკა 60% ან ფიზიკა 55%;
• მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) – ქართული ენა და ლიტერატურა 25%, ინგლისური ენა 70%, ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან: მათემატიკა 40% ან ისტორია 80%;
• დიზაინის საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) (180 კრედიტი) - ქართული ენა და ლიტერატურა 25%, ინგლისური ენა 70%, ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 25% ან ისტორია 25% ან მათემატიკა 25%;
• ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგიაში (ქართულ-ინგლისური) (180 კრედიტი) - ქართული ენა და ლიტერატურა 25%, ინგლისური ენა 70%, ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან: ბიოლოგია 25% ან ისტორია 25% ან მათემატიკა 25%;
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
• განცხადება;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
• სტუდენტის სასწავლო ბარათი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული);
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• გავლილი საგნების სილაბუსები;
• შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ;
• ფოტოსურათი (3X4 სმ) – ელექტრონული ვერსია.
მობილობა სამაგისტრო პროგრამებზე
სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:
• ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები (ინგლისურენოვანი) – 5 ვაკანტური ადგილი;
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
• განცხადება;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;
• წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
• სტუდენტის სასწავლო ბარათი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული);
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• გავლილი საგნების სილაბუსები;
• შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის შესახებ;
• ფოტოსურათი (3X4 სმ) – ელექტრონული ვერსია;
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბაკალავრიატის საფეხურის ინგლისურ ენაზე გავლის შესახებ ან სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
• სამოტივაციო წერილი - 1(ერთი) გვერდი.
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველ სტუდენტთათვის წინაპირობად განისაზღვრა გასაუბრება. პროგრამაზე დაიშვებიან საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტები.