KIU აცხადებს მობილობას 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

 28/01/2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის. სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სწავლა KIU-ში გააგრძელონ, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) 28 იანვრიდან - 11 თებერვლის ჩათვლით.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე გარე მობილობის ვაკანტური ადგილები 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შემდეგნაირად არის განაწილებული:

 

მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლების საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) – 4 ვაკანტური ადგილი;

კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) – 12 ვაკანტური ადგილი;

მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) – 12 ვაკანტური ადგილი.

დიზაინის საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) (180 კრედიტი) – 2 ვაკანტური ადგილი.

ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგიაში (ქართულ-ინგლისური) (180 კრედიტი) – 3 ვაკანტური ადგილი.

 

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:

 

ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები (ინგლისურენოვანი) – 5 ვაკანტური ადგილი;

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=418 



სხვა სიახლეები