ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) დღეისათვის სთავაზობს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდ კამპუსს (საუნივერსიტეტო ქალაქს ქალაქში).  KIU კამპუსი მდებარეობს ქალაქი ქუთაისის ცენტრის მახლობლად. კამპუსი განფენილია 160 ჰექტარზე და გარშემორტყმულია ბიო მრავალფეროვანი ტერიტორიით.    


კამპუსს მოსახერხებელი მდებარეობა აქვს და იოლად მისადგომია. იგი მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 25 კილომეტრში და თბილისიდან სულ სამი საათის დაშორებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდება ფრენები ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ქალაქებიდან. ქუთაისში არის ავტოსადგური და რკინიგზის სადგური და სრულდება რეგულარული რეისები.

KIU სთავაზობს ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს. უნივერსიტეტი მოიცავს თანამედროვე და უახლეს ლაბორატორიებს, კაფეტერიებს, ბიბლიოთეკებს, საზიარო სამუშაო სივრცეებს, ინტერაქტიული სწავლის მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლებისა და კვლევის ჩატარებისთვის.

 

 

  კამპუსის ვირტუალური ტური