ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!
Hic Scientia futūrum creat!


ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
2020 წლის 21 ოქტომბერს გაიხსნა და  სტუდენტების პირველი ნაკადი
მიიღო.

უნივერსიტეტის მიზანია, 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი.

KIU დასაწყისისთვის სტუდენტებს  სთავაზობს ბაკალავრიატის პროგრამებს. მომავალში იგეგმება პროფესიული, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამატება.

უნივერსიტეტის ამოცანაა მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის და ადამიანური კაპიტალის მომზადება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებაში  ერთ  მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს ფილანტროპიის სახით.

KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-სთან პარტნიორობით.

KIU-ს საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი.


განათლება

ვიდეო გალერეა