„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი შრომის ბაზრის განვითარებაში“ - ვორქშოპი KIU-ში

 29/03/2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვორქშოპი - „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი შრომის ბაზრის განვითარებაში“ გაიმართა.

ვორქშოპში მონაწილეობდნენ აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც განიხილეს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების პერსპექტივები და შრომის ბაზარზე არსებული ახალი ტენდენციები, ახალი ტექნოლოგიები და მათი გავლენის საკითხი ეკონომიკურ სისტემებზე.

აღნიშნული ვორქშოპი ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ახორციელებს უნივერსიტეტების კონსორციუმი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, TUM International GmbH, ლოძის უნივერსიტეტი, ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტი.