ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) მიზნად აქვს დასახული, რეგიონში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრად ჩამოყალიბდეს. უნივერსიტეტის მისიაა ადამიანური კაპიტალის მომზადების გზით ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. KIU-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იქნებიან შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლებით და უნარ-ჩვევებით. KIU-ს სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების ჩართვას კერძო-საჯარო სექტორისა და დამსაქმებლების დახმარებით შემუშავებულ და განხორციელებულ სტაჟირების და დასაქმების პროგრამებში.

KIU ხელს შეუწყობს რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის შექმნას და მეწარმეობის მხარდაჭერას.  KIU-ს მიზანია:

ინოვაციების სტრუქტურული ხელშეწყობა სტარტაპების მხარდაჭერის გზით
საწარმოების ხელშეწყობა გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებაში მდგრადობის უზრუნველსაყოფად
კორპორაციული კულტურის სტიმულირება

ქუთაისის საერთაშირისო უნივერსიტეტი სამეწარმეო სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც მოიცავს კვლევებს, ტრენინგებსა და ტექნოლოგიების გადაცემას, მიზნად ისახავს საქართველოში და რეგიონში მდგრადი ინოვაციური ეკოსისტემის დამკვიდრების ხელშეწყობას ადამიანების, დისციპლინების, ორგანიზაციებისა და სექტორების დაკავშირების გზით.

2021 წელს, ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით KIU-მ დააფუძნა ახალი პლატფორმა KIUინოვაციები (KIUInnovate), რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

KIU-ს ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო – რომლის მიზანია KIU-ს რჩევები და რეკომენდაციები მიაწოდოს ინდუსტრიასთან მუშაობის და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების საკითხებზე. საბჭო დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებისა და ინდუსტრიის ლიდერებისგან, მათ შორის წარმოდგენილნი არიან საქართველოში მოღვაწი სავაჭრო პალატების და მსხვილი ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელები.

KIU-ს კორპორატიული პარტნიორები – კერძო და საჯარო იურიდიული პირები, რომელთაც სურთ KIU-ს თანამშრომლობა და აქვთ თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები, იზიარებენ უნივერსიტეტის ფილოსოფიას და თანხვედრაში არიან უნივერსიტეტის მიზნებთან. KIU-სთან თანამშრომლობის დაწყებით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დეტალების თაობაზე დაგვიკავშირდეთ: innovate@kiu.edu.ge

KIU ინოვაციების ეკოსისტემის პლატფორმა – მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტების და კურსდამთავრებულების ინოვაციებს, სტარტაპ იდეებს, ორგანიზება გაუწიოს ტექნოლოგიის ტრანსფერს, შექმნას ბიზნეს ინკუბატორი და განახორციელოს სხვა პროექტები ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით.

 

KIUInnovate ბიზნეს ფორუმი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მისიაა ადამიანური კაპიტალის მომზადების გზით, ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტებისთვის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიცემა. KIU ინოვაციების ეკოსისტემის მხარდაჭერით, თავისი სტრატეგიითა და საქმიანობით, გეგმავს წვლილი შეიტანოს მდგრადი ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოში, დაუკავშიროს ერთმანეთს სხვადასხვა ორგანიზაცია, ინდუსტრია, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სექტორი, განიხილოს ინოვაციური შესაძლებლობები რეგიონის ჭრილში და აქციოს ქუთაისი და, მთლიანად, რეგიონი ინოვაციების ჰაბად.

 

უნივერსიტეტის მესამე მისიაა ხელი შეუწყოს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას რეგიონში და დააკავშიროს უნივერსიტეტი ინდუსტრიას. ამ მიზნით, KIU ყოველ წელს, შემოდგომაზე ინოვაციებით დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს სთავაზობს ინოვაციების ბიზნეს ფორუმს. ფორუმი არის პლატფორმა, სადაც ინდუსტრია, მთავრობა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განიხილავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს უნივერსიტეტის ჩართვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორებიცაა: ადამიანური კაპიტალის განვითარება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის ხელშეწყობა, სტარტაპ ეკოსისტემის შექმნა და მრავალი სხვა მიმდინარე და აქტუალური საკითხი.

 

 

2023 წლის ინოვაციების ბიზნეს ფორუმი

2022 წლის ინოვაციების ბიზნეს ფორუმი