KIU ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკულ კურსზე მონაწილეთა რეგისტრაციას აცხადებს

 19/04/2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკულ კურსზე.

განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია კიბერუსაფრთხოების დარგში  ახალი ცოდნისა და უნარების შეძენით და აქვს გარკვეული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

კურსი სრულად დაფინანსებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. სწავლება განხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში.

პროგრამა ხორციელდება USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით. ტრენინგკურსები შემუშავებულია დარგის ქართველი და გერმანელი ექსპერტების მიერ.

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ KIU-ს სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულები (მაქსიმუმ 20 პროცენტი) მიიღებენ საერთაშორისო ვაუჩერს EC-Council-ის სერტიფიკატის მოსაპოვებლად.

 

ტრენინგკურსის შესახებ

სავარაუდო თარიღები: 1-6 ივლისი, 2024.

სამუშაო ენა: ინგლისური და ქართული (B1/B2) 

ადგილმდებარეობა:  ქუთაისი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. საჭიროების შემთხვევაში, KIU უზრუნველყოფს მონაწილეთა განთავსებას უნივერსიტეტის საცხოვრებელში

ხანგრძლივობა: 6 დღე.

კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

Information Security and Ethical Hacking;    Reconnaissance Techniques; System Hacking Phases and Attack Techniques; Network and Perimeter Hacking; Web Application Hackin; Wireless Network Hacking; Mobile Platform, IoT, and OT Hacking; Cloud Computing; Cryptography.

 

ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?

ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკულ კურსზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მათ, ვისაც აქვს სამუშაო გამოცდილება კიბერუსაფრთხოების დარგში ან აქვს შესაბამისი სერტიფიკატ(ებ)ი.

აპლიკანტი უნდა ფლობდეს ენებს: ინგლისურ ენ  (B1/2 დონე) და ქართულ ენ (C1 დონე).

 

სააპლიკაციო ფორმა


შერჩეული აპლიკანტები მოწვეულნი იქნებიან ონლაინ გასაუბრებაზე. ასევე, შესაძლებელია გაიარონ ონლაინ ტესტირება.
გთხოვთ, აღნიშნულ სარეგისტრაციო ფორმის შევსებასთან ერთად, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემდეგ მისამართზე:
Marika.Jimsheleishvili@kiu.edu.ge

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი, 2024.

დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ ტრენინგის კოორდინატორს, მარიკა ჯიმშელეიშვილს

ტელეფონი: +995 551 60 11 97

ელ.ფოსტა: Marika.Jimsheleishvili@kiu.edu.ge

 

სხვა სიახლეები