თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა KIU-ს სტუდენტებთან

 21/03/2024

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია იმყოფებოდა. გენერალმა სტუდენტებს ქართული ჯარის ამოცანები, მიმდინარე რეფორმები, კარიერული განვითარების პერსპექტივები და განათლების მიღების შესაძლებლობები გააცნო. კობა გრიგოლიამ განვლილი პროფესიული გზა გაიხსენა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

პროექტი ჩვენი ჯარი”თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტროების პარტნიორობით ხორციელდება.

ერთობლივი პროექტი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.