ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

 26/12/2022

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ და, შესაბამისი სერტიფიკატებითა და უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზებით, დაჯილდოვდნენ KIU ვიზუალური მათემატიკის ფესტივალის 2022-ის (KIU Visual Math Fest 2022) გამარჯვებული გუნდები. ასევე სერტიფიკატები გადაეცათ ამავე სკოლის იმ წარმატებულ სტუდენტებსაც, რომლებიც 2021-2022 აკადემიური წლის განმავლობაში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა ექსტრა კურიკულურ აქტივობაში Extra Curricular Academic Service (ECAS) ან მონაწილეობდნენ მათემატიკის/კომპიუტერული მეცნიერების ზამთრისა და ზაფხულის სკოლებში. სტუდენტებს საჩუქრები და სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების ხელმძღვანელმა რამაზ ბოჭორიშვილმა.

KIU Visual Math Fest 2022-ის ფარგლებში 4 გამარჯვებული გუნდი/პროექტი გამოვლინდა:

     I ადგილზე გასული გუნდები და სტუდენტები:

     ვექტორული ხელოვნება ფურიეს სერიებით/Vectorial Art with Fourier Series

     გუნდის წევრები:

     ნიკოლოზ გირგვლიანი

     ნიკა კოღუაშვილი

     ლუკა გოგოლაძე

ამ სამყაროს გარეთ/Out Of This World

გუნდის ლიდერი: მარიამ მამაგეიშვილი

     გუნდის წევრები:

     მარიამ შონია

     გიგი ჯიშკარიანი

     ანანო თამარაშვილი

     გიგა სამხარაძე

 II ადგილზე გასული გუნდი და სტუდენტები:

 თამაშები და მათი თეორიები/Games and Their Theories

 გუნდის ლიდერი:  ალექსანდრე ონიანი

 გუნდის წევრი: ნიკოლოზ ფანქველაშვილი

 III ადგილზე გასული გუნდი და სტუდენტები:

 ფრაქტალები, მანდელბროტისა და ჯულიას სიმრავლეები/Fractals, Mandelbrot and Julia Sets, Mandelbulb

 გუნდის ლიდერი:  მიხეილ ძულიაშვილი

     გუნდის წევრები:

     ლუკა გორგაძე

     დემეტრე შონია

     ზუკა კენჭუაშვილი

 ღონისძიების ფარგლებში გამოცხადა KIU Visual Math Fest 2023 და KIU π-Day Math Contest 2023 I კურსის სტუდენტებისთვის.