ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლებს საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების (საობიექტო დონეზე) შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

 29/04/2022

 

28 და 29 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების (საობიექტო დონეზე) შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგში მონაწილეობა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის შიდა უსაფრთხოების, საინჟინრო მიმართულების, ოპერაციებისა და კომენდანტურის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს. სემინარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის,  სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სპეციალისტები უძღვებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების დროს საჭირო უნარ-ჩვევებისა და აუცილებელი მოქმედებების განხორციელების შესახებ. თეორიულ სწავლებასთან ერთად მათ ჩაუტარდათ იმიტირებული წვრთნები დარგის სპეციალისტების დახმარებით.  

სწავლებაში ჩართული იყო 30-მდე პირი. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფროსმა ზაზა ფანცულაიამ გადასცა.  

სემინარები ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა.