ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU მათემატიკის კონკურსის ფინალი გაიმართა

 18/04/2022

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი KIU მათემატიკის კონკურსის/ KIU π-DAY Math CONTEST 2022 ფინალი გაიმართა. კონკურსის ფარგლებში სულ 200-მდე უფროსკლასელი დარეგისტრირდა, ფინალურ ეტაპზე კი - 39 ახალგაზრდა გადავიდა, მათგან 19 მოსწავლე ჩამოვიდა კამპუსზე და ჩაერთო დასკვნით შეჯიბრში. საკონკურსო ამოცანები KIU-ს სტუდენტების მიერაა შედგენილი ან ადაპტირებული და შერჩეულია სტუდენტებს შორის კონკურსის საფუძველზე. ნამუშევრების გასწორებასაც თავად სტუდენტები უზრუნველყოფენ.


კონკურსის ფინალში მიღებული შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან გამარჯვებულები და I, II, III ხარისხის დიპლომის მფლობელები, რომელთაც საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ პრიზები.

აღნიშნული კონკურსი KIU-ს მათემატიკის სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით უკვე მე-2 წელია ტარდება და მასში მონაწილეობას დამამთავრებელი კლასების წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები იღებენ. კონკურსი განსაკუთრებით პრესტიჟული და პოპულარულია ისეთი სკოლების მოსწავლეებისთვის, რომლებიც STEM მიმართულებების გაძლიერებული სწავლებით გამოირჩევიან.

მათემატიკის საერთაშორისო დღე, ყოველი წლის 14 მარტს UNESCO-ს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით აღინიშნება.      

KIU Pi-day მათემატიკის დღე რეგისტრირებულია
 მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის პროექტის ინტერაქტიულ რუკაზე.

შეჯიბრის დასრულების შემდეგ ფინალისტებს KIU-ს ელჩებმა საუნივერსიტეტო კომპლექსი, აკადემიური, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეები დაათვალიერებინეს.