KIU-ში სტუდენტების ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო!

 

KIU-ში პირველკურსელთა ონლაინ რეგისტრაცია გახსნილია. გთხოვთ, გაიაროთ პირველკურსელთა ონლაინ რეგისტრაცია და ატვირთოთ წარმოსადგენი დოკუმენტები ელექტრონულ ფორმაში 2021 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგი ფორმის შევსებით: https://forms.gle/yM8H96XfZ2peu14K9 

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ მოგვიანებით მოგიწევთ აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარმოდგენა უნივერსიტეტში.  ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად და დოკუმენტების ასატვირთად საჭიროა გამოიყენოთ Gmail ელექტრონული ფოსტა.

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: 

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი 

2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი 

3. სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტი (ვაჟებისთვის) 

4. ფოტოსურათი (3x4) ელექტრონული და დაბეჭდილი  

 

 

სტუდენტური საცხოვრებლის დაჯავშნა 

 

KIU კამპუსზე, სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სტუდენტური საცხოვრებლის  ელექტრონული ჯავშნის ფორმა 2021 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგი ფორმის შევსებით: https://forms.office.com/r/9JnFV8B80F 

 

KIU სტუდენტური საცხოვრებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე (ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - კამპუსი (kiu.edu.ge).

 

 

სტუდენტური გრანტის მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების ფონდიდან დაფინანსების მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სტუდენტური გრანტების ელექტრონული ფორმა 2021 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგი ფორმის შევსებით: https://forms.gle/Ss6qccX2J4H4dLyx6 

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტუდენტური გრანტების განცხადების შესავსებად და დოკუმენტების ასატვირთად საჭიროა გამოიყენოთ Gmail ელექტრონული ფოსტა.

სტუდენტური სერვისების ოფისი 

Tel.: (+995) 511 133 197 / (+995) 558 181 624
Email: oss@kiu.edu.ge
Website: www.kiu.edu.ge

 

ინფორმაციას სწავლის დაწყებასთან და სასწავლო პროცესის ფორმატთან დაკავშირებით მიიღებთ 2021 წლის 10 სექტემბრისთვის, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით.

გისურვებთ წარმატებას!