KIU ეთიკური ჰაკერის კურსზე მიღებას აცხადებს

 19/04/2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეთიკური ჰაკერის ტრენინგკურსზე მიღებას აცხადებს.

განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია კიბერუსაფრთხოების დარგში  ახალი ცოდნისა და უნარების შეძენით და აქვს გარკვეული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

კურსი სრულად დაფინანსებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. აღნიშნული კურსი ჩატარდება ონლაინ, 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

პროგრამა ხორციელდება USAID-ის ხუთწლიანი პროგრამისდამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვისმხარდაჭერით. ტრენინგკურსები შემუშავებულია დარგის ქართველი და გერმანელი ექსპერტების მიერ.

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ KIU- სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულები (მაქსიმუმ 20 პროცენტი) მიიღებენ საერთაშორისო ვაუჩერს EC-Council-ის სერტიფიკატის მოსაპოვებლად.

 

ტრენინგკურსის შესახებ

სავარაუდო თარიღები: 17-30 მაისი, 2024.

სამუშაო ენა: ინგლისური და ქართული (B1/B2) 

ხანგრძლივობა: 10 სამუშაო დღე.

 

კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

Introduction to Ethical Hacking; Foot printing and Reconnaissance; Scanning Networks; Enumeration; Vulnerability Analysis; System Hacking; Malware Threats; Sniffing; Social Engineering; Denial-of-Service; Session Hijacking; Evading IDS, Firewalls, and Honeypots; Hacking Web Servers; Hacking Web Applications; SQL Injection; Hacking Wireless Networks; Hacking Mobile Platforms;    IoT and OT Hacking; Cloud Computing; Cryptography.

 

ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?

განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება კომპიუტერულ მეცნიერებაში და აქვს კიბერუსაფრთხოების საფუძვლების საბაზისო ცოდნა.

აუცილებელია ოპერაციული სისტემების ცოდნა, განსაკუთრებით კი Linux და Windows.

აპლიკანტი უნდა ფლობდეს ენებს: ინგლისურ ენ  (B1/2 დონე) და ქართულ ენ (C1 დონე).


სააპლიკაციო ფორმა

 

შერჩეული აპლიკანტები მოწვეულნი იქნებიან ონლაინ გასაუბრებაზე. ასევე, შესაძლებელია გაიარონ ონლაინ ტესტირება.
გთხოვთ, აღნიშნულ სარეგისტრაციო ფორმის შევსებასთან ერთად, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემდეგ მისამართზე: Marika.Jimsheleishvili@kiu.edu.ge

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა7 მაისი, 2024.

დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ ტრენინგის კოორდინატორს, მარიკა ჯიმშელეიშვილს

ტელეფონი: +995 551 60 11 97

ელ.ფოსტა: Marika.Jimsheleishvili@kiu.edu.ge

 


 

 

სხვა სიახლეები