KIU-ს ელჩების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს მადლობის სიგელები გადაეცათ

 07/02/2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს ელჩების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ, უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის, სტუდენტ-ელჩებს მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.

KIU-ს ელჩების პროგრამას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 4 წელია წარმატებით ახორციელებს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, რომელიც ფლობს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, არის აქტიური, მიზანდასახული და დაინტერესებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროთი.

KIU-ს ელჩების საქმიანობა მოიცავს ღია კარის დღეებისა და სხავადასხვა ტიპის შეხვედრის ორგანიზებას, სტუდენტურ პროექტებში ჩართვას, უნივერსიტეტის საიმიჯო და საპრომოციო  კამპანიებში მონაწილეობის მიღებას, გამოფენების, საკომუნიკაციო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.


როგორ გავხდეთ KIU-ს ელჩი:

KIU-ს ელჩების პროგრამაზე მიღებას უნივერსიტეტი ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში აცხადებს. სტუდენტებს ეგზავნებათ საინფორმაციო შინაარსის წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, სადაც გაწერილია მოთხოვნილი დოკუმენტაციის (GPA, სამოტივაციო წერილი, ფოტო სურათი)  წარდგენის პროცედურა და ვადა. სასურველია, კანდიდატებმა დამატებით გამოაგზავნონ მათ მიერ მომზადებული ფოტო მასალა, პროექტი, ვიდეო რგოლი, ანიმაცია და სხვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სპეციალური კონკურსისა და გასაუბრების გავლის შემდეგ, სტუდენტებს ენიჭებათ KIU-ს ელჩის სტატუსი. შერჩეულ კანდიდატებს ამტკიცებს შესაბამისი კომისია.

KIU-ს ელჩის პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, უნდა მიმართონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის PR დეპარტამენტს: Pr@kiu.edu.ge



სხვა სიახლეები