პირველკურსელთა რეგისტრაცია

 01/09/2023

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!

 

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები პირველკურსელთათვის

 


1 – 18 სექტემბერი: სტუდენტების რეგისტრაცია

1 – 11 სექტემბერი: სტუდენტური საცხოვრებლის განაცხადის შევსება

1 – 22 სექტემბერი: KIU საგრანტო განაცხადის შევსება

15 სექტემბერი: სტუდენტური საცხოვრებლის ჯავშნის დასტურის მიღება

16 – 17 სექტემბერი: სტუდენტურ საცხოვრებელში დაბინავება

 

18 სექტემბერი: 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება

15 ოქტომბერი: KIU საგრანტო დაფინანსების შედეგები

 

 

 

სტუდენტების რეგისტრაცია 


 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა სარეგისტრაციო ანკეტის შევსება შესაძლებელია 1 სექტემბრიდან - 18 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული ანკეტა იხილეთ ბმულზე.

 

ანკეტის პირველ ნაწილში საჭიროა შეიყვანოთ თქვენი პირადი ინფორმაცია. ანკეტის მეორე ნაწილი განკუთვნილია რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტების ატვირთვისთვის:

 

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

3. სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);

4. ფოტოსურათი 35x45მმ (ელექტრონული ვერსია).

 

ასატვირთი დოკუმენტები აუცილებელია იყოს დასკანერებული, PDF ფორმატში (ელექტრონული ფოტოსურათის ატვირთვა შესაძლებელია JPEG/PNG ფორმატში). მისაღებია სავალდებულო დოკუმენტების როგორც ცალ-ცალკე ასევე ერთ PDF ფაილად ატვირთვა.

 

მნიშვნელოვანია, რომ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვისას დასკანერებული იყოს როგორც ატესტატის მხარე ასევე ნოტარიულად დამოწმების მხარე სადაც დასმულია ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვის და სტუდენტის სტატუსის მოპოვების აუცილებელი წინაპირობაა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ადგილზე მატერიალური ფორმით წარმოდგენა და უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება.

 

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი არის არასრულწლოვანი, სასწავლო ხელშეკრულებაზე ხელს აწერს მისი კანონიერი წარმომადგენელი.

 


 

 

ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდის განაცხადი 


 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამა - „ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდი“ ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა სახის დაფინანსებას.

„ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდის“ დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

დაფინანსების მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 1 სექტემბრიდან - 22 სექტემბრის ჩათვლით. განაცხადის ელექტრონული ფორმა იხილეთ ბმულზე.

 

ელექტრონულ საგრანტო განაცხადის ფორმაში საჭიროა შეიყვანოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, მონიშნოთ ყველა კატეგორია რომელსაც განეკუთვნებით და ატვირთოთ მონიშნული კატეგორიებისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია. თითოეული კატეგორიისთვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა იხილეთ აქ.

 

ასატვირთი დოკუმენტები აუცილებელია იყოს დასკანერებული, PDF ფორმატში.

 

 

 

 

სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრებისთვის განაცხადი


 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში პირველკურსელების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 1 სექტემბრიდან - 11 სექტემბრის ჩათვლით.

 

სტუდენტური საცხოვრებლის ჯავშნის ელექტრონული ფორმა იხილეთ ბმულზე.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ფორმაში არსებულ ინფორმაციას და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში დაბინავების პრიორიტეტებს.

 

სტუდენტურ საცხოვრებელში დაბინავება მოხდება დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ფორმის შევსება არ არის ოთახის დაჯავშნის დასტური და დაელოდოთ მეილზე ჯავშნის შესახებ დასტურის მიღებას (სავარაუდო თარიღი - 15 სექტემბერი).

 

 

 


სხვა სიახლეები