2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

 05/03/2025

ორმაგი დიპლომის და ერთობლივი ხარისხის უნიკალური პროგრამები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში!

KIU გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ ორმაგი დიპლომი ნეაპოლის (იტალია) ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მედიცინასა და დიზაინში (სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა).


ფსიქოლოგიის მიმართულებით უნივერსიტეტი გთავაზობთ  ერთობლივ, სამწლიან საბაკალავრო პროგრამას ბამბერგის (გერმანია) უნივერსიტეტთან ერთად.

ეს პროგრამები გაძლევთ დიპლომების საერთაშორისო აღიარებისა და კარიერული ზრდის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს!

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ლიდერი სახელმწიფო უნივერსიტეტი - KIU, 2025-2026 სასწავლო წლისთვის სტუდენტების მიღებას შემდეგ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე აცხადებს:


1970101 -
კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)

1970102 - მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები (ინგლისურენოვანი)

1970103 - მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი)

1970104 - მედიცინა (ინგლისურენოვანი. გაიცემა KIU-სა და ნეაპოლის უნივერსიტეტის ორმაგი დიპლომი)

1970105 - დიზაინი (ინგლისურენოვანი. გაიცემა KIU-სა და ნეაპოლის უნივერსიტეტის ორმაგი დიპლომი)

1970106 - სამართალმცოდნეობა (ქართულ-ინგლისური)

1970107 - ფსიქოლოგია (ქართულ-ინგლისური. გაიცემა KIU-სა და ბამბერგის უნივერსიტეტის ერთობლივი დიპლომი)

 

გასული წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, KIU უნივერსიტეტების რეიტინგში ლიდერ პოზიციას იკავებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქვეყნის საუკეთესო და ნიჭიერი ახალგაზრდები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ირჩევენ.

ევროპელი ექსპერტების მიერ KIU აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრესული საგანმანათლებლო ჰაბი ამიერკავკასიის რეგიონში.
 


KIU-ს შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან - მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM), ფედერიკო ll-ის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბამბერგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სწავლა ხორციელდება ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ და მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

KIU-ში სტუდენტებს ელოდებათ 160 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშლილი ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ულტრათანამედროვე კამპუსი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსები, თანამედროვე ლაბორატორიები და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, მრავალფეროვანი სტუდენტური პროგრამები, სტუდენტური პროექტებისა და სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამა, კონკურსები, ოლიმპიადები, პროფესიული კლუბები, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, სამეცნიერო სემინარები და ვორქშოპები. წარჩინებულ სტუდენტებს KIU სთავაზობს სხვადასხვა სახის სტიპენდიას, სტაჟირებასა და გაცვლით პროგრამას.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს.  უნივერსიტეტის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის – საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ დეტალები იხილეთ KIU სტუდენტური გრანტების ფონდის სახელმძღვანელოში.KIU-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ვებგვერდზე განთავსებულ აბიტურიენტთა ცნობარში.ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სარეგისტრაციო კოდია - 197.