ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ინგლისურენოვან საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებს:

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მათემატიკაში
მისანიჭებელი ხარისხი: მათემატიკის დოქტორი (Ph.D in Mathematics)
დაშვების წინაპირობა: მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში ან მომიჯნავე დარგში

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებაში

მისანიჭებელი ხარისხი: კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი (Ph.D in Computer Science)
დაშვების წინაპირობა: მაგისტრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში ან მომიჯნავე დარგში

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ეკონომიკაში
მისანიჭებელი ხარისხი: ეკონომიკის დოქტორი (Ph.D in Economics)
დაშვების წინაპირობა: მაგისტრის ხარისხი ეკონომიკასა  ან მომიჯნავე  დარგში (ფინანსები, ბუღალტერია);

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ფიზიკაში
მისანიჭებელი ხარისხი: ფიზიკის დოქტორი (Ph.D in Physics)
დაშვების წინაპირობა: მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში ან მომიჯნავე დარგში

სადოქტორო პროგრამებიზე დაშვების საერთო წინაპირობა:

ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
აპლიკანტს მანამდე არ ქონდა მონიჭებული სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული ხარისხი;
აპლიკანტს შეუქცევადად არ ქონდა ჩავარდნილი წინა სადოქტორო პროგრამა იმავე ხარისხის ან იგივე დისერტაციისთვის KIU-ში ან სხვა უნივერსიტეტში;
აპლიკანტისათვის უცხოური უნივერსიტეტის მიერ (საქართველოს ფარგლებს გარეთ) გაცემული სადოქტოროს  სწავლების წინა საფეხურის დამადასტურებელი დიპლომი, დადგენილი წესით აღიარებული უნდა იყოს  საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.