პროგრამის ყოველწლიური საფასურია ა) საქართველოს მოქალაქეებისთვის 12250 ლარი, ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 7,000 ევრო. აღნიშნულ თანხაში შედის:

· სწავლის საფასური

· KIU-ს სტუდიოს ტიპის ოთახში ცხოვრების საფასური პროგრამის განმავლობაში

· თბილისი-ქუთაისი-თბილისის ყოველკვირეული ტრანსპორტირება

· KIU შიდა საუნივერსიტეტო შატლები

· KIU მისასალმებელი ნაკრები ლეპტოპით (საჭიროების შემთხვევაში KIU– სგან უფასოდ შეიძლება ლეპტოპის მიღება 2 წლის ვადით პროგრამის განმავლობაში), KIU ელ.ფოსტა, Office365, KIU კორპორატიული ნაკრები, KIU LMS– ზე წვდომა, ონლაინ ბიბლიოთეკა და ა.შ.

დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. საუკეთესო კანდიდატების დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით (კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით).

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელ.:
 (+995) 511 13 81 97 ​
ელ.ფოსტა: Mgmt.Admin@kiu.edu.ge