ზამთრის სკოლა 2022
კალკულუსის ზოგიერთი რჩეული საკითხი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
21 - 25 თებერვალი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მიღებას ზამთრის სკოლაში, რომლის მიზანია სტუდენტთათვის კალკულუსის ზოგიერთი ასპექტის გაღრმავებული სწავლება.
ზამთრის სკოლა ჩატარდება 21-დან 25 თებერვლამდე.
მეცადინეობის დრო: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 10:00-დან 14:00 საათამდე.
ზამთრის სკოლას გაუძღვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები: გიორგი ონიანი, ალექსანდრე მესხი, ანზორ ბერიძე, გიორგი ჭელიძე.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთაც შესწავლილი აქვთ კალკულუსის საფუძვლები.
ზამთრის სკოლაში მეცადინეობა წარიმართება ონლაინ, Teams-ის ფორმატში, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
აპლიკაციის შევსების ვადა: 7 თებერვლიდან 12 თებერვლამდე.
ზამთრის სკოლაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ მსმენელის სერტიფიკატები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: math@kiu.edu.ge. ტელ: 511 13 41 97. საკონტაქტო პირი: მარიამ გილაშვილი. მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ადმინისტრაციული კოორდინატორი.