პროგრამის სახელწოდება: ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები (ECSY)
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მეცნიერების მაგისტრი კომპიუტერულ ინჟინერიაში
პროგრამის მოკლე აღწერა:
პროგრამა ამზადებს სპეციალისტებს ჩაშენებული კომპიუტერული სისტემების არქიტექტურაში, პროგრამირებასა და ინტელექტუალურ ავტომატიზაციაში. სტუდენტები იძენენ უნარებს, რომლებიც საჭიროა მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიებში, მათ შორის IoT (ინტერნეტ ნივთები), ავტომატიზაცია და კიბერუსაფრთხოება. პროგრამა გთავაზობთ ორმაგი ხარისხის შესაძლებლობას კაიზერსლაუტერნი-ლანდაუს უნივერსიტეტთან (RPTU) თანამშრომლობით.
პროგრამის მთავარი უპირატესობები:
პროგრამა „ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები“ არის ორმაგი ხარისხის პროგრამა კაიზერსლაუტერნი-ლანდაუს უნივერსიტეტთან (RPTU); აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ განათლებას, საერთაშორისო გამოცდილებას და ინდუსტრიულ პრაქტიკას, რაც კურსდამთავრებულებს ანიჭებს განსაკუთრებულ კონკურენტულ უპირატესობას კომპიუტერულ ინჟინერიაში, რობოტიკაში, ციფრულ სისტმებში, ჭკვიან ენერგოსისტემებში და IoT-ში.
პროგრამის მიზნები:
პროგრამა ამზადებს სპეციალისტებს ჩაშენებული კომპიუტერული სისტემების არქიტექტურაში, პროგრამირებასა და ინტელექტუალურ ავტომატიზაციაში. სტუდენტები იძენენ უნარებს, რომლებიც საჭიროა მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიებში, მათ შორის IoT (ინტერნეტ ნივთები), ავტომატიზაცია და კიბერუსაფრთხოება. პროგრამა გთავაზობთ ორმაგი ხარისხის შესაძლებლობას კაიზერსლაუტერნი-ლანდაუს უნივერსიტეტთან (RPTU) თანამშრომლობით.
პროგრამის ზოგადი სტრუქტურა:
ECSY არის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა, რომლის განმავლობაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს სულ 120 ECTS კრედიტი. სასწავლო გეგმა შედგება სავალდებულო ნაწილისგან, არჩევითი ნაწილისგან და სამაგისტრო თეზისისგან. სავალდებულო ნაწილი მოიცავს ჩაშენებული გამოთვლითი სისტემების საფუძვლებს და თანაბარ განათლებას უზრუნველყოფს ორივე პარტნიორ უნივერსიტეტში. არჩევითი ნაწილი ასახავს თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტისა და მათთან დაკავშირებული კვლევითი ინსტიტუტების სპეციალიზაციასა და პროფილს.
კარიერული შესაძლებლობები
ჩაშენებული სისტემების ფართოდ გავრცელება და მათი მზარდი სირთულე მუდმივად ზრდის ბაზრის მოთხოვნას ამ სფეროს ახალი სპეციალისტების მიმართ. დიგიტალიზაციისკენ მიმართული მუდმივი ტენდენცია ჩაშენებულ სისტემებს აქცევს ინოვაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებლად შემდეგ სფეროებში:
• ავტოინდუსტრია;
• სამრეწველო დანადგარები და ტექნიკა;
• ავიონიკა და აეროკოსმოსური სფერო;
• ტელეკომუნიკაცია;
• სამედიცინო აპარატურა;
• საჯარო ინფრასტრუქტურა (ჭკვიანი ქალაქები, ჭკვიანი სოფლები);
• ნივთების ინტერნეტი (IoT);
• გარემოს მონიტორინგი;
• ჯანმრთელობისა და ხანდაზმულთა ზრუნვის სისტემები.
ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით საქმდებიან ამ ინდუსტრიული სექტორების სხვადასხვა კომპანიებში.
ჩაშენებული სისტემების დიზაინი, როგორც წესი, მოითხოვს მრავალრიცხოვანი ინჟინრებისგან შემდგარ გუნდებს, რომლებსაც გააჩნიათ ფართო სპექტრის კომპეტენციები და უნარები. ჩაშენებული სისტემების სპეციალისტები ხშირად კოორდინაციას უწევენ მასშტაბურ საპროექტო პროცესებს და წარმართავენ კომუნიკაციას სხვადასხვა ინჟინერულ ჯგუფებს შორის.
ჩვენი კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იქნებიან საჭირო ცოდნითა და უნარებით, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ისეთ ერთობლივ პროექტებში, სადაც ჩართული არიან:
• აპარატურის არქიტექტორები და დიზაინერები;
• სისტემური ინჟინრები;
• სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორები;
• აპლიკაციების პროგრამისტები;
• დიზაინის მეთოდოლოგიების სპეციალისტები;
• ტესტირების და გადამოწმების ექსპერტები;
• ხარისხის უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები;
• პროექტის მენეჯერები.
ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებული კარიერა როგორც აკადემიურ სფეროში, ასევე ინდუსტრიაში, ნათლად ასახავს იმ მაღალი ხარისხის სწავლება-კვლევით სტანდარტს, რომელსაც ჩვენი პროგრამა სთავაზობს.
პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
საქართველოს მოქალაქეებისათვის მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე.
სავალდებულო აკადემიური ხარისხი: აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი (ან მისი მონათესავე კვალიფიკაცია) კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტროინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში ან მსგავი კვალიფიკაციის მქონე პროგრამაში.
ხანგრძლივობა: 2 წელი, 120 ЕCTS