პროგრამის შესახებ
ჩაშენებული სისტემები თანამედროვე ციფრული ტრანსფორმაციის საფუძველს წარმოადგენს. ავტონომიური ავტომობილები, რობოტიკა, სამედიცინო ტექნოლოგიები, ჭკვიანი საწარმოები და ნივთების ინტერნეტი სწორედ მათზეა დამყარებული. ისინი ქმნიან სანდო, უსაფრთხო და ინტელექტუალურ ტექნოლოგიებს, რომლებიც მომავალს განსაზღვრავს.
„ჩაშენებული კომპიუტერული სისტემების“ სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს როგორც საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს მომავალი თაობის ჩაშენებული გადაწყვეტილებების შესაქმნელად. პროგრამა მოიცავს აპარატურული და პროგრამული არქიტექტურების შესწავლას, ჩაშენებული ინტელექტის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის საკითხებს.
ინდუსტრიასთან თანამშრომლობით განხორციელებული პრაქტიკული პროექტები უზრუნველყოფს რეალურ გამოცდილებას და ამავდროულად ავითარებს კომპეტენციებს უახლეს დიზაინ მეთოდოლოგიებსა და ინსტრუმენტებში. კურსდამთავრებულები მზად იქნებიან წამყვანი როლის შესასრულებლად კვლევაში, ინოვაციებში და სხვადასხვა სფეროების განვითარებაში, სადაც ჩაშენებულ ტექნოლოგიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ.
სასწავლო გეგმის მოკლე აღწერა
პროგრამის სახელწოდება: ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები
პროგრამის ხარისხი:
• მაგისტრი კომპიუტერულ ინჟინერიაში (M.Sc.) – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
• მაგისტრი ჩაშენებულ კომპიუტერულ სისტემებში (M.Sc.) – კაიზერსლაუტერნ-ლანდაუს უნივერსიტეტი (RPTU)
პროგრამის ფოკუსი
„ჩაშენებული კომპიუტერული სისტემების“ სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ღრმა ცოდნას ჩაშენებული და ინტელექტუალური სისტემების სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და პრაქტიკულ ასპექტებში. მისი ძირითადი აქცენტები მოიცავს:
• აპარატურული და პროგრამული არქიტექტურები – უახლესი დიზაინების შესწავლა და ახალი გადაწყვეტილებების შექმნა სხვადასხვა გამოყენებითი დარგებისათვის.
• ჩაშენებული ინტელექტი – მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ჩაშენებულ პლატფორმებში.
• დიზაინის მეთოდოლოგიები და ინსტრუმენტები – მოდელების, ენების და კომპიუტერული სისტემებით მხარდაჭერილი მეთოდების დაუფლება სისტემების დიზაინის, ტესტირების და ვერიფიკაციისათვის.
• საიმედოობა და უსაფრთხოება – სანდოობის, შეცდომათა და უსაფრთხოების გამოწვევების გადაჭრა დიზაინის პროცესის ყველა დონეზე.
• პრაქტიკული ინდუსტრიული გამოცდილება – რეალურ ინდუსტრიული საჭიროებებზე მორგებული პროექტებით პრაქტიკული უნარების განვითარება.
ამ მიმართულებებზე ფოკუსირებით, პროგრამა აერთიანებს თეორიასა და პრაქტიკას, ამზადებს კურსდამთავრებულებს ინოვაციებისა და ლიდერობისათვის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჭკვიანი მოწყობილობები, რობოტიკა, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, ავტომობილების სისტემები და ნივთების ინტერნეტი (IoT).
პროგრამის მიზნები
ჩაშენებული კომპიუტერული სისტემების (ECSY) სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების აღჭურვას იმ ცოდნით, უნარებითა და გამოცდილებით, რომლებიც საჭიროა ჩაშენებული აპლიკაციებისთვის აპარატურული და პროგრამული სისტემების დიზაინის, განხორციელებისა და ოპტიმიზაციისათვის.
პროგრამა ამზადებს კურსდამთავრებულებს კარიერისთვის ინდუსტრიაში, კვლევასა და აკადემიაში, შემდეგი ძირითადი მიზნების საფუძველზე:
G1: ჩაშენებული სისტემების არქიტექტურების ექსპერტიზის განვითარება
• თანამედროვე ჩაშენებული კომპიუტერული არქიტექტურების (მიკროკონტროლერები, პროცესორები, სისტემები-ჩიპზე/SoC) სიღრმისეული შესწავლა.
• აპარატურა/პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლივი დიზაინისა და რეალურ დროში აპლიკაციებისთვის ინტერფეისის ტექნიკების შესწავლა.
G2: ჩაშენებული სისტემების დიზაინისა და ოპტიმიზაციის დაუფლება
• ჩაშენებული სისტემების ანალიზის, დიზაინისა და ოპტიმიზაციის უნარის განვითარება, შესრულების, ენერგოეფექტურობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით.
• მიკროელექტრონული სქემების სინთეზისა და ვერიფიკაციისთვის ციფრული დიზაინის მეთოდოლოგიებისა და ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაციის (EDA) ინსტრუმენტების გამოყენება.
• SoC-ებისა და ჩაშენებული სისტემების დიზაინის მეთოდოლოგიების შესწავლა პროგრამული და აპარატურული კომპონენტების ეფექტური ინტეგრაციისთვის.
G3: რეალურ დროში მუშაობისა და ოპერაციული სისტემების კონცეფციების გააზრება
• რეალურ დროში ოპერაციული სისტემების (RTOS) მიერ ჩაშენებულ აპლიკაციებში დაგეგმვის, მეხსიერებისა და ენერგიის მართვის მექანიზმების შესწავლა.
• ჩაშენებული პლატფორმებისთვის პროგრამული და ფირმული უზრუნველყოფის შემუშავების გამოცდილება, რეაგირების სისწორისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად.
G4: ვერიფიკაციისა და ტესტირების მოწინავე მეთოდების გამოყენება
• ჩაშენებული კომპიუტერული სისტემების ფორმალური ვერიფიკაციის, სიმულაციისა და გამართვის (debugging) უნარების განვითარება.
• ინდუსტრიულ სტანდარტებზე დაფუძნებული ვერიფიკაციისა და ვალიდაციის მეთოდების პრაქტიკული გამოყენება საიმედო სისტემის მუშაობის უზრუნველსაყოფად.
G5: ჩაშენებული სისტემების აპლიკაციებში ინოვაციების ხელშეწყობა
• რეალური გამოყენების სფეროების შესწავლა (ავტომობილები, ავიაცია, ჯანდაცვა, ინდუსტრიული ავტომატიზაცია, IoT).
• მანქანური სწავლების, ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტინგის ინტეგრაცია ჩაშენებულ სისტემებში.
• ჭკვიანი წარმოების, რობოტიკისა და ინტელექტუალური მართვის სისტემებისათვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნა.
G6: უახლეს ტექნოლოგიებთან პრაქტიკული გამოცდილების მიღება
• FPGA-ზე დაფუძნებული პროტოტიპირება, მიკროკონტროლერული პლატფორმები და ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტების გამოყენება.
• ლაბორატორიებსა და ინდუსტრიულ პროექტებში პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება.
G7: კვლევისა და ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გაძლიერება
• ინდუსტრიაზე ორიენტირებული ან კვლევაზე დაფუძნებული სამაგისტრო თეზისის შესრულება წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, კვლევით ინსტიტუტებთან ან აკადემიასთან თანამშრომლობით.
• სამეცნიერო კვლევის უნარების განვითარება, კურსდამთავრებულთა მომზადება სადოქტორო სწავლისთვის ან მოწინავე R&D როლებისთვის.
G8: გლობალური კარიერული შესაძლებლობებისთვის მზადყოფნა
• სტუდენტების აღჭურვა ინტერდისციპლინური უნარებით ისეთი კარიერისთვის, როგორიცაა აპარატურული დიზაინი, ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, IoT და ინდუსტრიული ავტომატიზაცია.
• გუნდური მუშაობის, პრობლემის გადაჭრისა და პროექტის მართვის უნარების განვითარება, ჩაშენებული სისტემების ინჟინერიაში ლიდერული როლების შესასრულებლად.
შენიშვნა: მწვანე ფერით აღნიშნული მიზნები ორივე ხარისხს ეხება.
პროგრამის მოდულები
• ჩაშენებული სისტემების აპარატურული არქიტექტურები
• სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა
• სისტემა-ჩიპზე (SoC) დიზაინის მეთოდოლოგია
კარიერული შესაძლებლობები
პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ კარიერის გაგრძელებას როგორც ინდუსტრიაში, ასევე აკადემიასა და კვლევით სექტორში, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
• ჭკვიანი მოწყობილობები და რობოტიკა
• ავტომობილების ელექტრონიკა
• სამედიცინო ტექნოლოგიები
• ინდუსტრიული ავტომატიზაცია
• ინტერნეტი ნივთების (IoT)
პროგრამის ხელმძღვანელები
• ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი — ია მოსაშვილი
• პროფესორი Dr.-Ing. ვოლფგანგ კუნცი
აკადემიური პერსონალი
• ია მოსაშვილი — ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მოწვეული ლექტორები:
• დავით ყიფშიძე
• რაულ სიმპეტრუ
• მაჩეი ციესელსკი
• სალომე ფიროსმანიშვილი
• კონსტანტინოს კოკინოსი
• ვასილი ნიკოლაევი
პროგრამის საფასური
• 2250 ლარი წელიწადში — საქართველოს მოქალაქეებისთვის
• 4000 ევრო წელიწადში — საერთაშორისო სტუდენტებისთვის
პროგრამის სტრუქტურა
პროგრამის სტრუქტურა მოიცავს როგორც საგნობრივ-თეორიულ მოდულებს, ასევე პრაქტიკულ/ლაბორატორიულ მუშაობას და ინდუსტრიულ პროექტებში მონაწილეობას. სწავლება აგებულია თანამედროვე მიდგომებზე, რომლებიც აერთიანებს აპარატურული და პროგრამული არქიტექტურების შესწავლას, ჩაშენებული ინტელექტის ტექნოლოგიებს, SoC დიზაინს, უსაფრთხოებასა და საიმედოობას.
სტუდენტები ასევე ასრულებენ სამაგისტრო ნაშრომს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ინდუსტრიაზე ორიენტირებული, ასევე კვლევაზე დაფუძნებული.
სემესტრი |
კურსის დასახელება |
კურსის სტატუსი |
წინაპირობა |
ECTS კრედიტი |
კურსის ლიდერი |
კვირეული საკონტაქტო საათები |
||||||||||||||||||||||||||||
I |
ციფრული სისტემები |
სავალდებულო |
- |
5 |
Ia Mosashvili (KIU) |
3 |
||||||||||||||||||||||||||||
ოპერაციული სისტემბი |
სავალდებულო |
- |
5 |
Davit Kipshidze |
3 |
|||||||||||||||||||||||||||||
ციფრული ლოგიკის ლაბორატორია |
სავალდებულო |
- |
4 |
Giorgi Chachua/Ia Mosashvili |
3 |
|||||||||||||||||||||||||||||
ნეიროკომპიუტინგი |
სავალდებულო |
- |
5 |
Raul Sîmpetru |
3 |
|||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაცია |
სავალდებულო |
- |
5 |
მაჩეი ციესელსკი
|
3 |
|||||||||||||||||||||||||||||
|
ჯამურად |
24 |
|
|
||||||||||||||||||||||||||||||
I |
პროგრამირება |
არჩევითი |
- |
3 |
Davit Kipshidze |
2 |
||||||||||||||||||||||||||||
მანქანური სწავლება ინჟინრებისათვის |
არჩევითი |
- |
3 |
Salome Pirosmanishvili |
2 |
|||||||||||||||||||||||||||||
კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები |
არჩევითი |
- |
3 |
Salome Pirosmanishvili |
2 |
|||||||||||||||||||||||||||||
The student selects two out of three elective courses |
6 |
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||
პირველი სემესტრის ჯამი |
30 |
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||
სემესტრი |
კურსის დასახელება |
კურსის სტატუსი |
წინაპირობა |
ECTS კრედიტი |
კურსის ლიდერი |
კვირეული საკონტაქტო საათები |
|
|||||||||||||||||||||||||||
II |
კომპიუტერის ორგანიზაცია |
სავალდებულო |
Digital Systems |
5 |
ია მოსაშვილი |
3 |
|
|||||||||||||||||||||||||||
ბლოკჩეინი კომპიუტერული სისტემებისათვის |
სავალდებულო |
- |
5 |
დავით ყიფშიძე |
3 |
|
||||||||||||||||||||||||||||
IoT ტექნიკური უზრინველყოფის დიზაინის ლაბორატორია |
სავალდებულო |
- |
4 |
ია მოსაშვილი |
3 |
|
||||||||||||||||||||||||||||
ჩაშენებული სისტემების პროგრამირება I |
სავალდებულო |
- |
5 |
კონსტანტინოს კოკინოსი |
4 |
|
||||||||||||||||||||||||||||
VLSI დიზაინი |
სავალდებულო |
Digital Systems, Electronic Design Automation |
5 |
მაჩეი ციესელსკი
|
3 |
|
||||||||||||||||||||||||||||
|
ჯამურად |
24 |
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||
II |
პროგრამირება |
არჩევითი |
- |
3 |
დავით ყიფშიძე |
2 |
|
|||||||||||||||||||||||||||
მანქანური სწავლება ინჟინრებისათვის |
არჩევითი |
- |
3 |
სალომე ფიროსმანიშვილი |
2 |
|
||||||||||||||||||||||||||||
კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები |
არჩევითი |
- |
3 |
სალომე ფიროსმანიშვილი |
2 |
|
||||||||||||||||||||||||||||
ჩაშენებული სისტემების პროგრამირება II |
არჩევითი |
- |
3 |
დავით ყიფშიძე |
2 |
|
||||||||||||||||||||||||||||
ციფრული სიგნალების დამუშავება |
არჩევითი |
- |
3 |
რაულ სიმპეტრუ
|
2 |
|
||||||||||||||||||||||||||||
The student selects two out of five elective courses |
6 |
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||
მეორე სემესტრის ჯამი |
30 |
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||
სემესტრი |
კურსის დასახელება |
კურსის სტატუსი |
წინაპირობა |
ECTS კრედიტი |
კურსის ლიდერი |
კვირეული საკონტაქტო საათები |
|
|||||||||||||||||||||||||||
III |
რობოტიქსი |
სავალდებულო |
Neurocomputing, Electronic Design Automation |
5 |
რაულ სიმპეტრუ
|
3 |
|
|||||||||||||||||||||||||||
კომპიუტერული და მონაცემთა ქსელები |
სავალდებულო |
Computer Organization |
5 |
ვასილი ნიკოლაევი |
3 |
|
||||||||||||||||||||||||||||
კიბერ-ფიზიკური სისტემები |
სავალდებულო |
Computer Organization |
5 |
ვასილი ნიკოლაევი |
3 |
|
||||||||||||||||||||||||||||
|
ჯამურად |
15 |
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||
III |
საკურსო პროექტი I |
არჩევითი |
Research Methods and Tools |
5 |
ყველა |
3 |
|
|||||||||||||||||||||||||||
საკურსო პროექტი II |
არჩევითი |
Research Methods and Tools |
5 |
ყველა |
3 |
|
||||||||||||||||||||||||||||
საკომუნიკაციო ქსელები |
არჩევითი |
Computer Organization |
5 |
ვასილი ნიკოლაევი |
3 |
|
||||||||||||||||||||||||||||
მიკროელექტრონიკა (ციფრული წრედები) |
არჩევითი |
Electronic Design Automation |
5 |
მაჩეი ციესელსკი
|
3 |
|
||||||||||||||||||||||||||||
ღრმა სწავლება |
არჩევითი |
Machine Learning for Engineers |
5 |
რაულ სიმპეტრუ
|
3 |
|
||||||||||||||||||||||||||||
ციფრული სიგნალების დამუშავება |
არჩევითი |
Digital Systems, Microelectronics |
5 |
რაულ სიმპეტრუ
|
3 |
|
||||||||||||||||||||||||||||
The student selects three out of six elective courses |
15 |
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||
მესამე სემესტრის ჯამი |
30 |
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||
სემესტრი |
კურსის დასახელება |
კურსის სტატუსი |
წინაპირობა |
ECTS კრედიტი |
კურსის ლიდერი |
კვირეული საკონტაქტო საათები |
|
|||||||||||||||||||||||||||
IV |
სამაგისტრო ნაშრომი |
სავალდებულო |
ყველა სავალდებულო კურსი |
30 |
ყველა |
3 |
|
|||||||||||||||||||||||||||
მეოთხე სემესტრის ჯამი |
30 |
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||
• საბაკალავრო ხარისხი:
პროგრამაში ჩასარიცხად საჭიროა კომპიუტერული ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერების, ელექტროინჟინერიის, მათემატიკის ან მათთან აკადემიურად გათანაბრებული დარგის ბაკალავრის ხარისხი.
• საქართველოს მოქალაქეები:
ჩარიცხვა მოხდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების, ინგლისური ენის B2 დონის ცოდნისა და ჩარიცხვის გასაუბრების საფუძველზე.
• საერთაშორისო სტუდენტები:
კომპიუტერული ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერების, ელექტროინჟინერიის, მათემატიკის ან მათთან აკადემიურად გათანაბრებული დარგის ბაკალავრის ხარისხი; ინგლისური ენის B2 დონის ცოდნა და ჩარიცხვის გასაუბრება.
• გასაუბრება:
გასაუბრებისთვის მოსამზადებელი კითხვები და სტუდენტის ცოდნის შეფასების კრიტერიუმები წინასწარ განთავსდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე — ჩარიცხვის გასაუბრებების დაწყებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.
• მობილობა:
ეროვნულ კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად ჩარიცხვა შესაძლებელია მობილობის წესით.
• საბაკალავრო ხარისხი:
განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტროინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერების ან მათთან დაკავშირებული დარგის B.Sc. ხარისხი (ან ექვივალენტი). განაცხადის დროს მიღებულია წინასწარი ტრანსკრიპტების (დიპლომის დანართის) წარდგენა, საბოლოო ტრანსკრიპტები უნდა წარმოდგენილ იქნეს ჩარიცხვისას.
წინა საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლის საშუალო ქულა უნდა ადასტურებდეს აპლიკანტის მაღალ კვალიფიკაციას (როგორც წესი, ეს შეესაბამება ECTS-საფეხურზე B ან უკეთეს შეფასებას).
• ინგლისური ენა:
სტუდენტებს, რომლებიც ერთ სემესტრს RPTU-ში გაატარებენ ან ჰყავთ საერთაშორისო პროფესორი/თანამედროვე ხელმძღვანელი, ევალებათ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
მოთხოვნაა: IELTS 6.5 (არანაკლებ 6.0 ქულით ყველა კომპეტენციაში) ან TOEFL iBT ~95/120.
დამატებითი ინფორმაცია მიღებული ტესტების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: Accepted English Language Tests
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი სავალდებულოა მაშინაც კი, თუ აპლიკანტის წინა განათლება სრულად ინგლისურად იყო მიღებული.
• GRE:
რეკომენდებულია (თუმცა სავალდებულო არ არის) GRE ტესტის ჩაბარება. RPTU Kaiserslautern-ის GRE კოდი: 7143.
• სამოტივაციო წერილი:
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს მოკლე სამოტივაციო წერილი (დაახლოებით 1 გვერდი), სადაც აღწერს საკუთარ მოტივაციას პროგრამაში ჩასაბარებლად.
• რეკომენდაციის წერილები:
განაცხადს უნდა ერთვოდეს ორი რეკომენდაციის წერილი — უნივერსიტეტის პროფესორებისგან ან დამსაქმებლებისგან.