„მედიაგარემო და მედიის რეგულირება“ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) საჯარო ლექცია გამართა.
ComCom-ის წევრმა ივანე მახარაძემ სტუდენტებს სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საჯარო ლექციაზე განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: ქვეყნის მედიაპოლიტიკა, ტელე და რადიო მაუწყებლობის ფუნქციონირება, ქართული კანონმდებლობის რეგულაციები, ქართული მედიის გამოწვევები, კომუნიკაციების კომისიის როლი მედიის განვითარებისა და მაყურებელთა უფლებების დაცვის კუთხით.
შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ გახსნა. აღსანიშნავია, რომ KIU-სა და ComCom-ს შორის, ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ორი წლის წინ გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი სემინარი და საჯარო ლექცია ჩატარდა სტუდენტებისთვის.