„ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა KIU-შ

 11/03/2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - „ჰორიზონტი ევროპას“ (Horizon Europe) საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, პროგრამების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და პროფესორებისთვის იმ პრაქტიკული მექანიზმების გაცნობა, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული სამეცნიერო პოტენციალის ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით სფეროებში.

საინფორმაციო დღის ფარგლებში პროგრამის ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური იდეების ბიზნესპროექტებად გარდაქმნის შესაძლებლობებს.

საუბარი შეეხო პოსტსადოქტორო კვლევებს, სადოქტორო ქსელებსა და თანამშრომელთა გაცვლის პროგრამებს. მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს KIU-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, ერთობლივი კონსორციუმების ჩამოყალიბებას.

ჰორიზონტი ევროპა/Horizon Europe კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკის შექმნასა და განხორცილებას კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით.

სხვა სიახლეები