11-13 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მათემატიკის სკოლამ უმასპინძლა მინი-კურსს თემაზე „Differential Forms and De Rham Cohomology“.
ლექციებს უძღვებოდნენ ირაკლი პაჭკორია — აბერდინის უნივერსიტეტის (შოტლანდია) პროფესორი და ანზორ ბერიძე — ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა მოისმინეს ლექციები გლუვ მრავალნაირობებზე, დიფერენციალურ ფორმებზე და დე რამის კოჰომოლოგიაზე, რომლებიც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია გეომეტრიაში, ტოპოლოგიასა და თეორიულ ფიზიკაში.
სასწავლო პროგრამამ მოიცვა შვიდი ლექცია, რომელიც დაეხმარა სტუდენტებს ფიზიკური სისტემების მათემატიკური მოდელირების უკეთ გაგებაში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო დონის მეცნიერებისა და პროფესორების მოწვევას, რათა სტუდენტებს შესთავაზოს ინოვაციური და კვლევაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გამოცდილება.
