KIU აცხადებს მობილობას 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

 21/07/2025

KIU აცხადებს მობილობას 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის!

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის. სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სწავლა KIU-ში გააგრძელონ, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) 25 აგვისტოდან - 9 სექტემბრის ჩათვლით.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე გარე მობილობის ვაკანტური ადგილები 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შემდეგნაირად არის განაწილებული:

მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები  – 4 ვაკანტური ადგილი;

კომპიუტერული მეცნიერება  – 12 ვაკანტური ადგილი;

მენეჯმენტი  – 12 ვაკანტური ადგილი.


გარე მობილობა, ასევე, გამოცხადდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე. 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:

ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი – 8 ვაკანტური ადგილი;

ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები – 3 ვაკანტური ადგილი.


KIU-ში, ასევე, იწყება შიდა მობილობა იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლა სხვა პროგრამაზე გააგრძელონ. შიდა მობილობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო დღეს, 21 ივლისს, და გაგრძელდება 28 ივლისის ჩათვლით.


დეტალური ინფორმაცია მობილობის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

შიდა მობილობა

გარე მობილობა

სხვა სიახლეები