ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებს:
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მათემატიკაში
მისანიჭებელი ხარისხი: ფილოსოფიის დოქტორი (PhD) მათემატიკაში
ჩარიცხვის წინაპირობა: მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში ან მომიჯნავე დარგში
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებაში
მისანიჭებელი ხარისხი: ფილოსოფიის დოქტორი (PhD) კომპიუტერულ მეცნიერებაში
ჩარიცხვის წინაპირობა: მაგისტრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში ან მომიჯნავე დარგში
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ეკონომიკაში
მისანიჭებელი ხარისხი: ფილოსოფიის დოქტორი (PhD) ეკონომიკაში
ჩარიცხვის წინაპირობა: მაგისტრის ხარისხი ეკონომიკასა ან მომიჯნავე დარგში (ფინანსები, ბუღალტერია);
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ფიზიკაში
მისანიჭებელი ხარისხი: ფილოსოფიის დოქტორი (PhD) ფიზიკაში
ჩარიცხვის წინაპირობა: მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში ან მომიჯნავე დარგში
სადოქტორო პროგრამებიზე ჩარიცხვის საერთო წინაპირობა:
• აპლიკანტს მანამდე არ ქონდა მონიჭებული სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული ხარისხი;
• აპლიკანტს შეუქცევადად არ ქონდა ჩავარდნილი წინა სადოქტორო პროგრამა იმავე ხარისხის ან იგივე დისერტაციისთვის KIU-ში ან სხვა უნივერსიტეტში;
• აპლიკანტისათვის უცხოური უნივერსიტეტის მიერ (საქართველოს ფარგლებს გარეთ) გაცემული სადოქტოროს სწავლების წინა საფეხურის დამადასტურებელი დიპლომი, დადგენილი წესით აღიარებული უნდა იყოს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.