ზამთრის სკოლა 2021
კალკულუსის ზოგიერთი რჩეული საკითხი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
15 - 20 თებერვალი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მიღებას ზამთრის სკოლაში, რომლის მიზანია სტუდენტთათვის კალკულუსის ზოგიერთი ასპექტის გაღრმავებული სწავლება.
ზამთრის სკოლა ჩატარდება 15-დან 20 თებერვლამდე.
მეცადინეობის დრო: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 10:00-დან 14:00 საათამდე.
ზამთრის სკოლას გაუძღვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები: გიორგი ონიანი და ანზორ ბერიძე.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთაც შესწავლილი აქვთ კალკულუსის საფუძვლები.
ზამთრის სკოლაში მეცადინეობა წარიმართება ონლაინ, Teams-ის ფორმატში, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:
აპლიკაციის შევსების ვადა: 6 თებერვლიდან 10 თებერვლამდე.
ზამთრის სკოლაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ მსმენელის სერტიფიკატები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო პირი: მარიამ გილაშვილი.
მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის კოორდინატორი.
Email : math@kiu.edu.ge.
Tel: 511 13 41 97.