2024-2025 სასწავლო წლის მიღება
მნიშვნელოვანი თარიღები
3 – 16 სექტემბერი: აბიტურიენტების ელექტრონული რეგისტრაცია
3 – 9 სექტემბერი: სტუდენტური საცხოვრებლის განაცხადის შევსება
3 – 23 სექტემბერი: KIU საგრანტო განაცხადის შევსება
13 სექტემბერი: სტუდენტური საცხოვრებლის ჯავშნის დასტურის მიღება
9 – 16 სექტემბერი: რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტების უნივერსიტეტში წარმოდგენა (K კორპუსი, 312)
16 სექტემბერი: 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება
23 ოქტომბერი: KIU საგრანტო დაფინანსების შედეგები
აბიტურიენტების რეგისტრაცია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ელექტრონული სარეგისტრაციო ანკეტის შევსება შესაძლებელია 3 სექტემბრიდან - 16 სექტემბრის ჩათვლით.
ელექტრონული სარეგისტრაციო ანკეტა
ანკეტაში საჭიროა შეიყვანოთ თქვენი პირადი ინფორმაცია და ატვირთოთ რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტები:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
4. ფერადი ფოტოსურათი 35x45მმ (ელექტრონული ვერსია).
ასატვირთი დოკუმენტები აუცილებელია იყოს დასკანერებული ცალ-ცალკე, PDF ფორმატში (ელექტრონული ფოტოსურათის ატვირთვა შესაძლებელია JPEG/PNG ფორმატში).
მნიშვნელოვანია, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვისას დასკანერებული იყოს როგორც ატესტატი ასევე ნოტარიულად დამოწმების გვერდი, სადაც დასმულია ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვის და სტუდენტის სტატუსის მოპოვებისთვის აუცილებელი წინაპირობაა რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტების უნივერსიტეტში წარმოდგენა და უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება 9 სექტემბრიდან - 16 სექტემბრის ჩათვლით (K კორპუსი, 312).
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი არის არასრულწლოვანი, სასწავლო ხელშეკრულებაზე ხელს აწერს მისი კანონიერი წარმომადგენელი.
ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდის განაცხადი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამა - „ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდი“ ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა სახის დაფინანსებას.
„ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდის“ დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
დაფინანსების მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 3 სექტემბრიდან - 23 სექტემბრის ჩათვლით. განაცხადის ელექტრონული ფორმა იხილეთ ბმულზე.
განაცხადის ელექტრონული ფორმა ხელმისაწვდომი იქნება 3 სექტემბრიდან.
ელექტრონულ საგრანტო განაცხადის ფორმაში საჭიროა შეიყვანოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, მონიშნოთ ყველა კატეგორია რომელსაც განეკუთვნებით და ატვირთოთ მონიშნული კატეგორიებისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია. თითოეული კატეგორიისთვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა იხილეთ აქ.
ასატვირთი დოკუმენტები აუცილებელია იყოს დასკანერებული ცალ-ცალკე, PDF ფორმატში.
სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრებისთვის განაცხადი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში პირველკურსელების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 3 სექტემბრიდან - 9 სექტემბრის ჩათვლით.
სტუდენტური საცხოვრებლის ჯავშნის ელექტრონული ფორმა იხილეთ ბმულზე.
ჯავშნის ელექტრონული ფორმა ხელმისაწვდომი იქნება 3 სექტემბრიდან.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ფორმაში არსებულ ინფორმაციას და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში დაბინავების პრიორიტეტებს.
სტუდენტურ საცხოვრებელში დაბინავება მოხდება დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ფორმის შევსება არ არის ოთახის დაჯავშნის დასტური და დაელოდოთ მეილზე ჯავშნის შესახებ დასტურის მიღებას (სავარაუდო თარიღი - 13 სექტემბერი).