პროფესორი ვოლფგანგ პოლი
ვოლფგანგ პოლი დაიბადა 1951 წელს. 22 წლის ასაკში მან დაიცვა დოქტორის  აკადემიური ხარისხი ზაარლანდის უნივერსიტეტში თეორეტიკული კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობით. იგი იყო კორნელის უნივერსიტეტის პოსტდოკი, სადაც მუშაობდა სირთულის თეორიის მიმართულებით. 25 წლის ასაკში იგი გახდა ბილფელდის უნივერსიტეტის ტენუირებული ასოცირებული პროფესორი მათემატიკაში. მიშელინის 1 ვარსკვლავიან რესტორანში პროფესიული მზარეულის ხარისხის მიღების შემდგომ, 1982-1986 წლებში იგი იყო  IBM-ის ალმადენის კვლევითი ლაბორატორიის თეორიული ჯგუფისა და ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევარი.


1986-2016 წლებში ვოლფგანგ პოლი იყო ზაარლანდის უნივერსიტეტის სრული პროფესორი კომპიუტერულ არქიტექტურასა და პარალელურ კომპიუტინგში, სადაც ასევე იკავებდა  კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელის, საინჟინრო ფაკულტეტის დეკანისა და უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებს. 2003-2007 წლებში იგი იყო ორი დიდი მასშტაბის პროექტის „Verisoft“ და „Verisoft-XT“ სამეცნიერო კოორდინატორი, რომელთა მიზანიც იყო კომპიუტერული სისტემების ერთიანი ფორმალური ვერიფიკაცია ინდივიდუალური პორტებიდან აპლიკაციის დონემდე. 2016-2020 წლებში ის იყო ზაარლანდის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი. 2020 წლის აგვისტოდან არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით.
ვოლფგანგ პოლი ფლობს IMB-ის ინვაციების მიღწევების ჯილდოს, ლაიბნიცის ჯილდოს. არის წყნარი ოკეანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რუსეთი) საპატიო დოქტორი და „აკადემია ევროპეას“ წევრი. მან წარმატებით უხელმძღვანელა 65 დოქტორანტს, რომელთაგან ბევრს აქვს გამორჩეული კარიერა, როგორც აკადემიურ, ასევე ინდუსტრიის სფეროში.

პროფ. პოლის პროფესიული კვლევითი ინტერესები მოიცავენ მოწყობილობების (ჰარდვეარის) დიზაინს, კომპიუტერულ არქიტექტურას, პროცესორებისა და მიკროკერნელების ფორმალურ ვერიფიკაციას.

ვოლფგანგ პოლი ფლობს მოტოციკლის მართვის მოწმობას და შავ ქამარს კარატეში.

 

 

პროფესორი ჰელმუთ ზაიდლი

ჰელმუთ ზაიდლმა უმაღლესი განათლება მიიღო მათემატიკის მიმართულებით (1983) და მოიპოვა დოქტორის აკადემიური ხარისხი კომპიუტერული მეცნიერებაში (1986) ფრანკფურტის უნივერსიტეტში. 1994 წელს მან მიიღო დოქტორის სამეცნიერო ჰაბილიტაცია ზაარბრიუკენის უნივერსიტეტში. 1994-2003 წლებში პროფ. ზაიდლი იყო ტრიერის უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მას შემდეგ იგი არის  პროფესორი „ენებისა და სპეციფიკაციების ფორმალიზმის“ მიმართულებით მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

2009-2018 წლებში იგი იყო კვლევითი სატრენინგო ჯგუფის PUMA სპიკერი ("Programm- Und Modell-Analyse"), ხოლო დღეისათვის - კვლევითი სატრენინგო ჯგუფის ConVeY ("Continuous Verification of CYber-Physical Systems") სპიკერი.

2013-2019 წლებში ჰელმუთ ზაიდლი იყო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. აღნიშნულ პერიოდში იგი ჩართული იყო ხარისხის მართვის ინფრასტრუქტურის დანერგვაში და დახმარებას უწევდა თამაშების ინჟინერიისა და მონაცემთა ინჟინერიის სასწავლო პროგრამების შექმნაში. თავად ასწავლიდა შემდეგ კურსებს: ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება Java-თი, ფუნქციონალური პროგრამირება Ocaml-ით, ალგორითმებისა და მონაცემთა სტრუქტურების საფუძვლები და ასევე, სხვადასხვა კურსები  კომპაილერის კონსტრუირების მიმართულებით.

მისი კვლევითი პროგრამა მიზნად ისახავს სისტემების უსაფრთხოების გაუმჯობესებას. მას ასევე  წვლილი აქვს შეტანილი პროგრამების სტატიკურ ანალიზში აბსტრაქტული ინტერპრეტაციის და მოდელის შემოწმების გამოყენებით. მან შეიმუშავა უძრავი წერტილის ზოგადი ფექტური ალგორითმები, დომენების გამოსახვა რიცხვითი ინვარიანტებისთვის. იგი დაინტერესებულია როგორც კონკურენტული, ასევე პარამეტრული სისტემების ანალიზით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი C პროგრამების უსაფრთხოების ანალიზით. მას უმუშავია ინფორმაციის ნაკადის ანალიზზე, კრიპტოგრაფიკული პროტოკოლების ანალიზზე და ტექნიკურ ფორმალიზმებზე, როგორიცაა მაგალითად  tree automata და Horn clause.