ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების ტრენინგკურსებზე მონაწილეთა რეგისტრაციას აცხადებს

 23/01/2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკულ ტრენინგკურსებზე მსმენელების მიღებას აცხადებს.

კურსები არის სხვადასხვა დონის და განკუთვნილია საშუალო რგოლის (ეთიკური ჰაკერი) და გამოცდილი (ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი) სპეციალისტებისთვის.

კურსების მიზანია კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და  კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება. USAID-ისა და KIU-ს ერთობლივმა პროექტმა უკვე მიაღწია თვალსაჩინო შედეგებს. კიბერუსაფრთხოების საფუძვლების საბაზისო კურსი პირველ ეტაპზე  59-მა, ხოლო მეორეზე 41-მა  მონაწილემ წარმატებით დაასრულა. ასევე, KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი.

სწავლება განხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე (აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა) ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ.

ტრენინგკურსების წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ  EC-Council-ის საერთაშორისო გამოცდის ვაუჩერს. EC Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაცია. იგი საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში და EC Council-ის საერთაშორისო სერტიფიკატი გახლავთ კიბერუსაფრთხოების დარგში მაღალი კვალიფიკაციის დასტური.

ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსში გასულ მონაწილეებს, ვინც არ არის ქუთაისიდან, უნივერსიტეტი სთავაზობს საუნივერსიტეტო საცხოვრებელში განთავსებას ტრენინგკურსის განმავლობაში. კურსები არის უფასო და დაფინანსებულია KIU-ს და  USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 თებერვალი.


რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს:  

•    ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული ტრენინგკურსი


სარეგისტრაციო ფორმის შევსებასთან ერთად, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემდეგ მისამართზე: Marika.Jimsheleishvili@kiu.edu.ge

საჭიროებისამებრ, შერჩეული აპლიკანტები მოწვეულნი იქნებიან ონლაინ გასაუბრებაზე. ასევე, შესაძლებელია გაიარონ ონლაინ ტესტირება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პროექტის კოორდინატორს, მარიკა ჯიმშელეიშვილს.

ტელეფონი: +995 551 60 11 97

ელ.ფოსტა: Marika.Jimsheleishvili@kiu.edu.ge

სხვა სიახლეები