KIU აცხადებს მიღებას ტრენინგკურსებზე: სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი

 03/10/2023

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ტრენინგკურსებზე: სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი. განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია კიბერუსაფრთხოების დარგში  ახალი ცოდნისა და უნარების შეძენით და აქვს გარკვეული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

პროგრამა ხორციელდება USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით. ტრენინგკურსები შემუშავებულია დარგის ქართველი და გერმანელი ექსპერტებისა და კომპიუტერული მეცნიერების პროფესორების მიერ.

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ KIU-ს სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულები (მაქსიმუმ 20 პროცენტი) მიიღებენ საერთაშორისო ვაუჩერს EC-Council-ის სერტიფიკატის მოსაპოვებლად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სწორედ ამიტომ, ტრენინგკურსში ქალთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ორივე კურსი სრულად დაფინანსებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. მსურველებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ როგორც ერთ, ისე ორივე კურსზე. ადგილები შეზღუდულია.

სწავლება განხორციელდება ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ.

ტრენინგკურსები უზრუნველყოფს მინიმუმ 400 მონაწილის ჩართვას კიბერუსაფრთხოების სხვადასხვა დონის სამ მოკლევადიან კურსში - კიბერუსაფრთხოების საფუძვლები (დამწყები დონე), სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი (ძირითადი კურსი) და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი. მონაწილეთა საერთაშორისო სერტიფიცირების უზრუნველსაყოფად, KIU დააფინანსებს კურსდამთავრებულთა საერთაშორისო სერტიფიცირებას, EC-Council  (International Council of Electronic Commerce Consultants)-თან თანამშრომლობით.  EC-Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაცია და საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში. 

 

ტრენინგკურსის შესახებ

სავარაუდო თარიღები: 2023 წლის ნოემბერი და დეკემბერი

სამუშაო ენა: ინგლისური და ქართული (B1/B2)  

ადგილმდებარეობა:  ქუთაისი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. საჭიროების შემთხვევაში, KIU უზრუნველყოფს მონაწილეთა განთავსებას უნივერსიტეტის საცხოვრებელში (გთხოვთ, მიუთითოთ სარეგისტრაციო ფორმაში).

 

კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

1. სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერის კურსი:

Introduction to Ethical Hacking; Foot printing and Reconnaissance; Scanning Networks; Enumeration; Vulnerability Analysis; System Hacking; Malware Threats; Sniffing; Social Engineering; Denial-of-Service; Session Hijacking; Evading IDS, Firewalls, and Honeypots; Hacking Web Servers; Hacking Web Applications; SQL Injection; Hacking Wireless Networks; Hacking Mobile Platforms;  IoT and OT Hacking; Cloud Computing; Cryptography.

2. ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი:

Information Security and Ethical Hacking; Reconnaissance Techniques; System Hacking Phases and Attack Techniques; Network and Perimeter Hacking; Web Application Hackin; Wireless Network Hacking; Mobile Platform, IoT, and OT Hacking; Cloud Computing; Cryptography.


ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?

განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია ახალი ცოდნის მიღებით კიბერუსაფრთხოების დარგში და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ გამოცდილება კომპიუტერულ მეცნიერებაში. უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება IT მიმართულებით, კომპიუტერულ ინჟინერიაში ან მსგავს სფეროში.

აუცილებელია ოპერაციული სისტემების ცოდნა, განსაკუთრებით კი Linux და Windows.

უპირატესობად ჩაითვლება პროგრამირების ენების - Python, C/C++ ან სკრიპტინგის ენების ფლობა. 

ქსელის პროტოკოლის - TCP/IP, DNS, DHCP და HTTP ცოდნა არის აუცილებელი.

მონაწილეები უნდა ფლობდნენ კიბერუსაფრთხოების საფუძვლების საბაზისო ცოდნას, მათ შორის: დაშიფვრას, ავთენტიფიკაციას, წვდომის კონტროლსა და უსაფრთხოების პოლიტიკას.

პრაქტიკული გამოცდილება IT და მასთან დაკავშირებულ სფეროებში მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ როლებს, როგორებიცაა: სისტემის ადმინისტრატორები, ქსელის ადმინისტრატორები ან IT მხარდაჭერის პერსონალი.

მონაწილეები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ ეთიკური ჰაკინგით. ეთიკური ჰაკერები უნდა მუშაობდნენ იურიდიულ და ეთიკურ საზღვრებში.

ტრენინგკურსი მონაწილეებისგან მოითხოვს მაღალ მოტივაციას და მაქსიმალურ ჩართულობას - საფუძვლიანად აითვისონ სატრენინგო მასალა, დაესწრონ სესიებს და შეასრულონ დავალებები.

 

სააპლიკაციო ფორმა

 

შერჩეული აპლიკანტები მოწვეულნი იქნებიან ონლაინ გასაუბრებაზე. ასევე, შესაძლებელია გაიარონ ონლაინ ტესტირება.
გთხოვთ, აღნიშნულ სარეგისტრაციო ფორმის შევსებასთან ერთად, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემდეგ მისამართზე: Marika.Jimsheleishvili@kiu.edu.ge

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 29 ოქტომბერი, 2023.


ტრენინგ კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სრულად.

 

დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ ტრენინგის კოორდინატორს, მარიკა ჯიმშელეიშვილს
ტელეფონი: +995 551 60 11 97
ელ.ფოსტა: Marika.Jimsheleishvili@kiu.edu.ge