კონკურსი მენეჯმენტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად

 27/07/2022

სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მენეჯმენტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

• სწავლების ასისტენტი
• პროფესორის ასისტენტი

კონკურსი ცხადდება ფინანსების, მენეჯმენტი/ბიზნესისა და ეკონომიკის დარგობრივ მიმართულებებზე  (სულ 5 ვაკანტური ადგილი).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის მისამართზე HR.Academic@kiu.edu.ge გამოაგზავნოთ დოკუმენტაცია მოთხოვნილი ფორმით.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 02 სექტემბერი, 19:00 საათი.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.