KIU აცხადებს სტუდენტების მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე 2022-2023 სასწავლო წლისთვის

 12/03/2022

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) აცხადებს სტუდენტების მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე 2022-2023 სასწავლო წლისთვის. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებს რეგისტრაცია 4 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ, ხოლო  პირველად რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა (მათ შორის უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილება) ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.





KIU
2022-2023 სასწავლო წლისთვის სტუდენტების მიღებას ბაკალავრიატის შემდეგ ინგლისურენოვან პროგრამებზე აცხადებს:


1970101 -
მათემატიკა

სპეციფიური კონცენტრაციები:

კონცენტრაციების არჩევა შესაძლებელია არჩევითი კურსების ხარჯზე.

 

1970102 - კომპიუტერული მეცნიერება

პროგრამული კონცენტრაციები: ენებზე დაფუძნებული ტექნოლოგიები; სისტემის არქიტექტურა; ციფრული სისტემები

მონაცემთა ბაზები; ლოგიკა და ავტომატური დასკვნები; პროგრამული ინჟინერია;

განაწილებული სისტემები; ხელოვნური ინტელექტი

 

1970103 - მენეჯმენტი

პროგრამული კონცენტრაციები:

ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა; მარკეტინგი, სტრატეგია და ლიდერობა

ეკონომიკა და პოლიტიკა; ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა; ინოვაციები და მეწარმეობა.

 

რატომ KIU?
უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან - მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით.სწავლა ხორციელდება ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

*  სტუდენტები გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროფესიულ კლუბში,
   შიდა კონკურსში, პროექტსა და ოლიმპიადაში.

*  წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამა.

*  უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სტიპენდიასა და სასწავლო და უნივერსიტეტის კამპუსში
   ცხოვრების გრანტებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ KIU სტუდენტური გრანტების ფონდის სახელმძღვანელო

*  2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ჯერ მხოლოდ ორი წელია, რაც ფუნქციონირებს, საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგში წამყვან პოზიციებს იკავებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, 19 სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის KIU პირველ ადგილზე, ხოლო 53 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის მეორე ადგილზეა.


უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა
KIU-ს ბაკალავრიატის პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ვებგვერდზე განთავსებული აბიტურიენტთა ცნობარში. აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამებზე სწავლა, ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ აღნიშნულ ვებგვერდზე. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კოდია - 197.

მეორე სავალდებულო-არჩევითი საგანით ჩასარიცხ კონტინგენტზე გამოყოფილია პროგრამაზე გამოცხადებული ვაკანსიების საერთო რაოდენობის 10%.


დამატებითი ინფორმაციისთვის და შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე:
555 11 80 40 ან *0197



 

სხვა სიახლეები