ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მათემატიკის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

 01/03/2022

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მათემატიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, რამდენიმე ღონისძიებას მართავს. მათემატიკის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 03.14 დღეს UNESCO-ს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით აღინიშნება.

13 მარტს KIU-ს მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლა უფროსკლასელებს სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ მათემატიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ მათემატიკის კონკურსში. დეტალები და რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია  იხილეთ აქ.

14 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება KIU-ს ვიზუალური მათემატიკის ფესტივალი 2022-ის ნახევარფინალისტების გამოვლენის ცერემონია.

KIU Pi-day მათემატიკის დღე რეგისტრირებულია მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის პროექტის ინტერაქტიულ რუკაზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით მეილზე: math@kiu.edu.ge


სხვა სიახლეები