ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) უკრაინელ სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს.
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ ან წარმატებით ჩაირიცხებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სრულად დაუფინანსდებათ 2022-2023 აკადემიური წლის სწავლის გადასახადი.
მიმდინარე სასწავლო წელს, KIU სტუდენტებს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს: კომპიუტერული მეცნიერება, მენეჯმენტი და მათემატიკა.
უნივერსიტეტში ჩარიცხვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია: https://www.kiu.edu.ge/eng/admission ინფორმაცია პროგრამებთან დაკავშირებით: https://www.kiu.edu.ge/eng/programs
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ: international@kiu.edu.ge ან info@kiu.edu.ge