ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა განახლდება 2021 წლის 20 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით (იხ. აკადემიური კალენდარი).
სწავლის სააუდიტორიო ფორმატში განახლების შესაძლებლობის შეფასება მოხდება 4 ოქტომბრისათვის, როდესაც მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით სხვადასხვა რეგიონებში განხორციელდება დიფერენციული მიდგომა. ქუთაისის საუნივერსიტეტო კამპუსის გახსნის წინაპირობად განსაზღვრულია რეგიონში კოვიდ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის ზღვრულ მნიშვნელობაზე (4%) ნაკლების დაფიქსირება.
მნიშვნელოვანია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით სააუდიტორიო სწავლების განახლებისათვის აუცილებელია უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების სრულად ვაქცინაცია.
კამპუსზე სწავლის განახლების შემდეგ სწავლა წარიმართება შერეული ფორმატით: ლექციები და ცენტრალური სავარჯიშოები, რომელზეც დამსწრე სტუდენტების რაოდენობა აღემატება 35 მსმენელს წარიმართება ონლაინ. პრაქტიკული და სასემინარო მეცადინეობები წარიმართება დასწრებულ ფორმატში, სადაც შესაძლებელი იქნება ონლაინ მონაწილეობაც.
სტუდენტების საგანმანათლებლო ინტერესების სრულად განხორციელებისათვის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სწავლის ფორმატის არჩევანს. დასწრებული სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება აირჩიონ სწავლის ფორმატი: დარჩნენ ონლაინ, ან ისწავლონ აუდიტორიაში, თუკი აკმაყოფილებენ კოვიდ პანდემიის პერიოდში კამპუსზე დასწრების მოთხოვნებსა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილ რეგულაციებს. რეგულაციების გასაცნობად, დამატებითი ინფორმაციისთვის და შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
KIU სტუდენტური სერვისების ოფისს / KIU Office for Student Services
ტელ. / Tel.: (+995) 511 133 197
ტელ. / Tel.: (+995) 558 181 624
ელ. ფოსტა / Email: OSS@kiu.edu.ge
ვებგვერდი / Website: www.kiu.edu.ge