ნინო კობახიძე არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვეული ლექტორი. მიღებული აქვს ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს (MSc in Psychodiagnostics and Counseling) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2016 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიისა“ და „ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის“ ბაზაზე.
მაგისტრატურის დასრულების შემდეგ დაეუფლა ფსიქოთერაპევტის პროფესიას ამიერკავკასიაში ერთადერთ ევროპულ აკრედიტებულ სატრენინგო ინსტიტუტში (EAPTI) “მენატალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიაში. ფლობს ფსიქოთერაპიის ევროპულ (ECP) და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ სერტიფიკატებს (ECIP). 2016 წლიდან ეწევა ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას. არის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) სამეცნიერო კომიტეტის (SARC) ინდივიდუალური წევრი.
ნინო კობახიძის აკადემიურ ინტერესს წარმოადგენს პიროვნული ფაქტორის კვლევა მენტალური ჯანმრთელობის მოსაზღვრე მდგომარეობების ფორმირების, შენარჩუნებისა და ფსიქოთერაპიულ მკურნალობის დროს.