თამარ მუმლაძე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალობით, ხოლო შემდგომ განაგრძო სწავლა პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც მიიღო ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი.

 

მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საუნივერსიტეტო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტის დაკვეთით, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე მოწვეული ლექტორის პოზიციაზე ხანგრძლივ თანამშრომლობას.

 

2006 წლიდან დღემდე თამარ მუმლაძე მუშაობს არასრულწლოვნებთან, ასევე სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებთან და ბავშვთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროფესიონალთან. ის არის არაერთი სატრენინგო მოდულის, პროფესიული გზამკვლევის სახელმძღვანელოს თანაავტორი, მათ შორის – განათლების სფეროში.