ლელა კლდიაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მიიღო ფსიქოლოგიის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი, ფსიქოლოგიური შეფასებისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით.

 

ის მუშაობს ფსიქოლოგიის, ბავშვთა დაცვისა და ინკლუზიური განათლების სფეროში, როგორც კონსულტანტი, მკვლევარი და ტრენერი სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორში.

 

ის აქტიურადაა ჩართული აკადემიური და პროფესიული განვითარების პროგრამებში, სწავლების, ტრენინგებისა და კონსულტირების მიმართულებით. შეიმუშავა და განახორციელა მრავალი სასწავლო პროგრამა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის, მათ შორის ფსიქოლოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და ბავშვებთან მომუშავე სხვა პროფესიონალებისთვის.

 

მისი სამეცნიერო და პრაქტიკული ინტერესები მოიცავს ფსიქოლოგიურ შეფასებას, ბავშვთა განვითარების ხელშეწყობას, ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფას.