მეთიუ ზაბკა 2024 წლიდან არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი მათემატიკის სკოლაში. 2007 წელს მან მიიღო მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი წმინდა კლაუდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2012 წელს – სტატისტიკის მაგისტრის ხარისხი მიჩიგანის უნივერსიტეტში, ხოლო 2016 წელს მათემატიკის დოქტორის ხარისხი უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას შემდეგ იგი პროფესორია სამხრეთ-დასავლეთ მინესოტას სახელმწიფო უნივერსიტეტში.


დოქტორი ზაბკას კვლევა ფოკუსირებულია ალგებრული ტოპოლოგიის გამოყენებაზე მონაცემთა ანალიზში. მისი ნაშრომი შეეხება შემთხვევით კოჰომოლოგიურ ოპერაციებს და ტოპოლოგიური მონაცემთა ანალიზის ტექნიკების გამოყენებას ახალ ტიპის მონაცემებზე. გარდა ამისა, ის აწარმოებს კვლევას პედაგოგიკაში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მონაცემთა მეცნიერების სწავლების  მიმართულებით.