პროფესორი პაატა ტურავა
პროფესორი პაატა ტურავა არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მაგისტრის (Magister Legum, LL.M) (2002 წ.) და სამართლის დოქტორის (2006 წ) სამეცნიერო ხარისხი. 2002 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
როგორც მკვლევარი, პროფესორი და დეკანი, ის მუშაობდა სხვადასხვა საჯარო და კერძო უნივერიტეტში და მონაწილეობდა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში გერმანიის სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებში, DAAD-ის და FES-ის დაფინანსების ფარგლებში.
ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე საქართველოს სამართლის სისტემის რეფორმაში, მათ შორის, საჯარო სამსახურის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებში, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროექტების ფარგლებში.
არის არაერთი სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის ავტორი ადმინისტრაციულ სამართალში.