პროფ. დოქტორ კრისტიან შმიტი ფლობს სიღრმისეულ ცოდნას ფინანსურ მათემატიკასა (რაოდენობრივი ფინანსები) და ეკონომეტრიაში/სტატისტიკაში. მას აქვს რისკების მართვისა და კონტროლის, ასევე კაპიტალის ინვესტიციების სტრუქტურირების დიდი გამოცდილება. პროფესორ შმიტის საერთაშორისო პრაქტიკა მოიცავს რამდენიმე კაპიტალის ბაზარს: კომპლექსური მატრიცული სტრუქტურის მქონე საერთაშორისო ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს, კვლევით ინსტიტუტებსა და FinTech სტარტაპებს.
სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში, პროფესორი შმიტი მრავალი წელია კითხულობს ლექციებს. მისი მრავალრიცხოვანი ლექციები და პუბლიკაციები ცხადყოფს პროფესორის განსაკუთრებულ უნარს, თანაბრად გადასცეს ცოდნა სხვადასხვა დონის ჯგუფს. მას შეუძლია შემჭიდოებულ ვადებში იმუშაოს პროექტებზე და უზრუნველყოს ad-hoc კონსულტირება კაპიტალის ბაზრის დინამიურ გარემოში.
კრისტიან შმიტი გახლავთ პროფესორი ფინანსებსა და რისკების მენეჯმენტში. მისი ლექციები მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა:
· ფინანსური ინსტრუმენტები და რისკების მართვა;
· ქცევითი ფინანსები;
· აქტივების მენეჯმენტი;
· კორპორატიული ფინანსური მენეჯმენტი;
· მონაცემთა ანალიზი;
· ფინანსები და ინვესტიციები;
· ბუღალტერია;
· ბიზნეს მათემატიკა;
· სტატისტიკა;
· მცირე და საშუალო ბიზნესის მენეჯმენტი.