პროფესორმა, დოქტორმა სებასტიან ჰაინმა ბიზნესის, ეკონომიკისა და მათემატიკის მიმართულებით უმაღლესი განათლება ფრანკფურტის (გერმანია) გოეთეს უნივერსიტეტში მიიღო. მას აქვს ფინანსური აღრიცხვის, პროექტების მენეჯმენტისა და კონსულტირების, ასევე აკადემიური მოღვაწეობის 15-წლიანი გამოცდილება.

პროფესორ ჰაინის საქმიანობის ძირითადი სფეროებია:

• ფინანსური აღრიცხვა მენეჯმენტისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებებისათვის;
• სამოტივაციო სქემის დიზაინი ორგანიზაციული მიზნების მხარდასაჭერად;
• ლიდერობა და ორგანიზაციული განვითარება საერთაშორისო ორგანიზაციებში; სიტუაციური ანალიზი;
• დიგიტალიზაცია, ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი.

პროფესორი სებასტიან ჰაინი ხელმძღვანელობდა პროექტებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში. უფროსი კონსულტანტის რანგში მონაწილეობდა არაერთ რესტრუქტურიზაციის პროექტში. სებასტიან ჰაინი ამჟამად იკავებს კონტროლის მიმართულების დირექტორის პოზიციას საერთაშორისო ტექნოლოგიებისა და მომსახურების წამყვან კომპანიაში. არის ადამიანური რესურსების მართვის აღმასრულებელი საკონსულტაციო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.