14 ივნისს თბილისში საუნივერსიტეტო სპორტის ოლიმპიადის მერვედფინალი (მინი ფეხბურთში) გაიმართა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდმა ოლიმპიადაში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. KIU-ს სტუდენტები წლევანდელი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდს დაუპირისპირდნენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საფეხბურთო კლუბს KIU-ელებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა თამაში 1:0 მეტოქეების სასარგებლოდ დასრულდა.
საუნივერსიტეტო სპორტის ოლიმპიადას ორგანიზებას საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია უწევს. ამ უკანასკნელის მხრიდან მერვედფინალზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის რამდენიმე მოთამაშემ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მათ ფედერაციამ საუნივერსიტეტო საფეხბურთო ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა შესთავაზა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები.