სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მათემატიკის სკოლის სტუდენტებისთვის მინი-კურსი — „Stability and Robustness of Dynamical Systems Including Examples from Mechanics“ — ჩატარდა. კურსს ვურცბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი სერგეი დაშკოვსკი უძღვებოდა.
კურსის მიზანი იყო სტუდენტებისთვის დინამიკური სისტემების სტაბილურობისა და რობუსტურობის თეორიის გაცნობა. სასწავლო პროცესის ფარგლებში, ასევე, განხილული იყო მექანიკის მაგალითებზე დაფუძნებული პრაქტიკული შემთხვევები, რაც სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გააზრების შესაძლებლობას აძლევდა.
მინი-კურსი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. KIU-სა და ვურცბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერებას.
მინი-კურსი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სექტემბერის მეორე ნახევარში ჩატარდა.
KIU-ს მათემატიკის სკოლის ფარგლებში უცხოელი პროფესორების მონაწილეობით რეგულარულად ტარდება სამეცნიერო სემინარები და მინი-კურსები. მსგავსი ინიციატივები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ თანამედროვე სამეცნიერო მიმართულებებს, მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება და ჩაერთონ კვლევაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო აქტივობებში.
