პროფესორი ალექსანდრე მესხი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტად, მეორე ვადით აირჩიეს

 16/09/2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, KIU-ს მათემატიკის სკოლის პროფესორი ალექსანდრე მესხი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის (სმკ) პრეზიდენტად, მეორე ვადით აირჩიეს და სმკ-ს 4 წლის განმავლობაში კვლავ უხელმძღვანელებს.

 

პროფესორი ალექსანდრე მესხი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს 2022 წლიდან ხელმძღვანელობს. მათემატიკოსთა წლევანდელ ყრილობაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა, შეაჯამეს მის მიერ შესრულებული ოთხწლიანი საქმიანობა და დელეგატებმა ალექსანდრე მესხი პრეზიდენტის პოზიციაზე მეორე ვადით ერთხმად დაამტკიცეს. ამავე ყრილობაზე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს KIU-ს ასოცირებული პროფესორი ანზორ ბერიძე.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ალექსანდრე მესხი 150–ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 8 მონოგრაფიის ავტორი/თანაავტორია. KIU-ს მათემატიკის სკოლის პროფესორი დაჯილდოებულია გერმანიის მათემატიკური ასოციაციის ეილერის პრემიით, ყაზახეთის მათემატიკოსთა კავშირის სპეციალური მედლით, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრემიით. მას მინიჭებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ანდრია რაზმაძის პრემია.

სხვა სიახლეები