ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების სკოლის კურსდამთავრებული, ზურა ქაჯაია, კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (KIT) კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია!
ზურა ქაჯაია: „კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის აკადემიური მოდელი - გერმანული უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლის ნაწილია, ამიტომაც KIT ჩემთვის ტექნოლოგიურად უცხო გარემო არ იქნება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიღებულმა ფუნდამენტურმა ცოდნამ, ინგლისურენოვანმა გარემომ და ECTS სისტემამ, შესაძლებლობა მომცა, ყოველგვარი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე, ერთდროულად წარმატებით გამევლო მიღების პროცესი ევროპის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში. თუმცა, ჩემი არჩევანი კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტზე შეჩერდა.“
ზურამ, KIU-ში სწავლის პარალელურად, შეძლო როგორც აკადემიური საქმიანობა, ისე მნიშვნელოვანი პროფესიული წინსვლა: ბაკალავრიატის ნაშრომის ფარგლებში წარმატებით დააპროექტა პაიპლაინირებული არითმეტიკული ბლოკი, ხოლო შედეგები ღიად გააზიარა GitHub-ზე; საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიაში - EPAM Systems, Java-დეველოპერ სტაჟიორიდან დაწინაურდა - Junior Software Engineer-ის პოზიციაზე. არის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) წევრი და აქტიურად მონაწილეობს კვლევით საქმიანობაში. 2 წლის განმავლობაში KIU-ში იყო სტუდენტ-ასისტენტი და უმცროსკურსელებს ეხმარებოდა კომპიუტერულ არქიტექტურასა და ვერიფიკაციაში. სწავლის პერიოდში მუდმივად სარგებლობდა KIU-ს შიდა სტიპენდიით, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის მოპოვებაც შეძლო.
KIT გამოირჩევა მსოფლიო დონის კვლევითი, ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებებით, ასევე, ინდუსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კომპიუტერული მეცნიერების სფეროში მაღალი საერთაშორისო აკადემიური შესაძლებლობებით. KIT-ის კომპიუტერული მეცნიერების სკოლა აერთიანებს ისეთ მოწინავე სფეროებს, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, კიბერუსაფრთხოება, ალგორითმები, პროგრამული ინჟინერია, კომპიუტერული არქიტექტურა და სხვა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ულოცავს ზურას და უსურვებს წინსვლას და პროფესიულ განვითარებას!
