ლუკა KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის მეორე კურსის სტუდენტი და ამასთანავე, ქუთაისის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს აქტიური წევრია. ის მონაწილეობდა მერიის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა მოხალისეობრივ და საზოგადოებრივ საქმიანობაში: იყო ახალგაზრდული ბანაკების ლიდერი და ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსების გამარჯვებულიც.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. ლუკა მიქაუტაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და ქუთაისის მერმა, დავით ერემეიშვილმა დააჯილდოვეს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა აკადემიურ და საზოგადოებრივ პროექტში აქტიურად მონაწილეობენ, რაც მათთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ. მოხალისეობრივი საქმიანობა კი ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ლუკას და წარმატებას უსურვებს!
