ჰაბი აერთიანებს ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, საერთო მიზნებისა და ხედვის საფუძველზე, ქმნიან ერთიან STEM ეკოსისტემას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის შესაძლებლობებს.
ტექნოლოგიური ჰაბი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია KIU-ს სტუდენტებისთვის, რადგან თანამედროვე, პრაქტიკაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო გარემო მათთვის ინოვაციური პროექტების და სტარტაპების ჩამოყალიბების უამრავ შესაძლებლობას შექმნის.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის თანამშრომლობა გააფართოებს კავშირებს კერძო სექტორს, აკადემიურ მიღწევებსა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას შორის, რაც ახალგაზრდებს მისცემს დამატებით შესაძლებლობას, რეალურ პროექტებზე მუშაობით კიდევ უფრო განივითარონ პროფესიული უნარები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, გახსნა. გახსნის ცერემონიას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი დაესწრნენ.
პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციურ ცენტრად გარდაქმნას.
