სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
• არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი (3 (სამი) ვაკანტური პოზიცია).
აკადემიური თანამდებობა - პროფესორი, 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
მიმართულება - ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის ისტორია და თეორია;
აკადემიური თანამდებობა - ასოცირებული პროფესორი, 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
მიმართულება - ვიზუალური ხელოვნების, კომპოზიციისა და ხატვის საფუძვლები;
აკადემიური თანამდებობა - ასისტენტ-პროფესორი, 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
მიმართულება - არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის თეორია და პროექტირება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის მისამართზე HR.Academic@kiu.edu.ge გამოაგზავნოთ დოკუმენტაცია მოთხოვნილი ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ ჩაითვლება მიღებულად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 21 აგვისტოს 18:00 საათი.
სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი”) იღებს ვალდებულებას გაავრცელოს თანაბარი მოპყრობის პრინციპი პერსონალის შერჩევის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, პატივს სცემს და იცავს პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც უნივერსიტეტისთვის ხელმისაწვდომი გახდება გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: თქვენი რეზიუმე/CV ან/და ვაკანსიით მოთხოვნილ დოკუმენტებში მოცემულ მონაცემები (შემდგომში - „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება 5 (ხუთი) წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, უნივერსიტეტმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენთვის უნივერსიტეტში არსებული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად ან თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ უნივერსიტეტმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ მოგვწეროთ CV/რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად, ხოლო დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ მითითებულ ელ.ფოსტაზე: HR@kiu.edu.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების უნივერსიტეტისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული მიზნებიდან გამომდინარე. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა უნივერსიტეტში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
